ავტოსპორტი

5:21 | 28.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

მექსიკაში გამარჯვების შემდეგ ჰამილტონს მეექვსე ტიტულამდე 4 ქულა აშორებს

პირველ წრეზე მომხდარი ინციდენტის მიუხედავად, ლუის ჰამილტონმა შეძლო მექსიკის დიდი პრიზის რბოლის მოგება და ახლა, მსოფლიო ჩემპიონის მეექვსე ტიტულის მოსაპოვებლად, დარჩენილ სამ რბოლაში ოთხი ქულის აღებაც ჰყოფნის. ბრიტანელისთვის ეს გამარჯვება მეათეა ამ სეზონში და 83-ე კარიერაში. ამასთან, როგორც კონსტრუქტორმა, „მერსედესმა“ მე-100 რბოლა მოიგო.

მექსიკაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ჰამილტონმა ტიტულზე თავის ერთადერთ მეტოქეს და თანაგუნდელ ვალტერი ბოტასთან უპირატესობა 74 ქულამდე გაზარდა. დარჩენილ სამ რბოლაში კი მაქსიმუმ 78 ქულის აღებაა შესაძლებელი. ჰამილტონს მეექვსე ტიტულის განაღდება ოსტინშივე (აშშ, ტექსასი) შეუძლია, სადაც რბოლა ერთი კვირს შემდეგ გაიმართება.

რბოლა მეორე და მესამე ადგილებზე დაასრულეს სებასტიან ფეტელმა და ბოტასმა. შარლ ლეკლერი კი, ვინც სტარტი პოულიდან აიღო, უხეირო სტრატეგიის და პიტ სტოპზე ზედმეტად შეყოვნების გამო, მეოთხე ადგილს დასჯერდა. ამასთან, უსწრაფესი წრეც მან დააფიქსირა.

„აქ ჩამოსვლის წინ ვფიქრობდით, რომ ეს ჩვენთვის რთული რბოლა იქნებოდა, მაგრამ დაწინაურება შევძელით. მანქანა საკმაოდ დამიზიანდა, რამაც რბოლა გამირთულა. ტიტულზე არ ვფიქრობდი. მე რბოლები მიყვარს და ყოველ მათგანში გამარჯვებას ვცდილობ“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვისაც მანქანის ძირის მარჯვენა შუა ნაწილი, მაქს ფერსტაპენთან პირველ წრეზე მომხდარი ინციდენტისას დაუზიანდა. აღსანიშნავია, რომ ჰამილტონმა მექსიკაში წინა ორ სეზონში, კვარცხლბეკზე ასვლაც ვერ შეძლო.

მექსიკის დიდი პრიზი

მექსიკო სიტი, დისტანცია 305.354 კმ (4.304 კმ, 71 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:36:48.904
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1.766
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 3.553
  4. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 6.368
  5. ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 21.399
  6. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:08.807
  7. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1:13.819
  8. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1:14.924
  9. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 1 წრე
  10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1 წრე
  11. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1 წრე
  12. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1 წრე
  13. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  14. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1 წრე
  15. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 2 წრე
  16. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 2 წრე
  17. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 2 წრე
  18. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 2 წრე
  19. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 50 წრე
  20. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 59 წრე

უსწრაფესი წრე: შარლ ლეკლერი - 1:19.232 (53-ე წრე)

შენიშვნა: ბოლო წრეზე ჰულკენბერგთან მომხდარი ინციდენტის გამო, კვიტის დროს 10 წამი დაემატა.

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 363 ქულა; 2. ვალტერი ბოტასი - 289; 3. შარლ ლეკლერი - 236; 4. სებასტიან ფეტელი - 230; 5. მაქს ფერსტაპენი - 220; 6. პიერ გასლი - 77; 7. კარლოს საინსი - 76; 8. ალექს ალბონი - 74; 9. სერხიო პერესი - 43; 10. დანიელ რიკარდო - 38; 11-12. ნიკო ჰულკენბერგი და ლანდო ნორისი - 35; 13. დანიილ კვიატი - 34; 14. კიმი რაიკონენი - 31; 15. ლანს სტროლი - 21; 16. კევინ მაგნუსენი - 20; 17. რომენ გროჟანი - 8; 18. ანტონიო ჯოვინაცი - 4; 19. რობერტ კუბიცა - 1; 20. ჯორჯ რასელი - 0.

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 652 ქულა (ჩემპიონი); 2. ფერარი - 466; 3. რედ ბულ-ჰონდა - 341; 4. მაკლარენ-რენო - 111; 5. რენო - 73; 6. ტორო როსო-ჰონდა - რეისინგ პოინტ-მერსედესი - 64; 8. ალფა რომეო-ფერარი - 35; 9. ჰაას-ფერარი - 28; 10. უილიამს-მერსედესი - 1.

0.152449