ფეხბურთი

0:54 | 28.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მაკარიძე პორტუგალიაში: 8-დან 6 მშრალი მატჩი
ქართველი მეკარის გუნდმა გოლების გატანა არ იცის

პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში სეტუბალის „ვიტორიას“ მეკარე გიორგი მაკარიძე ჩინებულ სეზონს ატარებს და 8 ტურში მხოლოდ ხუთი გოლი აქვს გაშვებული. უფრო ნიშანდობლივია, რომ ქართველმა მეკარემ ხსენებული 8 თამაშიდან 6-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

მთლიანობაში სეტუბალელთა ქართველმა კარის დარაჯმა განვლილ პერიოდში 23 სეივი შეასრულა და ამ მაჩვენებლით ლიგაში ერთ-ერთი მოწინავეა. სტატისტიკის ვებგვერდი Sofascore გიორგის თამაშს საშუალოდ 7.30 ქულით აფასებს და ამ კუთხით მხოლოდ „სანტა კლარას“ მეკარეს, მარკო პერეირას ჩამორჩება.

მაკარიძის დამაჯერებელი თამაშის წყალობით (დაცვის ხაზთან ერთად) „ვიტორია“ 8 ქულით მე-14 ადგილზეა. ამის თქმა თამამად შეიძლება, რადგან, რომ არა, 6-ჯერ მშრალი მატჩი, ქართველის გუნდი უსათუოდ ბოლო ადგილზე იქნებოდა, ვინაიდან დაცვისგან განსხვავებით შეტევაში კატასტროფულად ირჯება და 8 ტურში ერთადერთი(!) გოლი გაიტანა, რაც ცხადია, საოცრად დაბალი შედეგია.

სეტუბალის „ვიტორიამ“ 8 მატჩიდან 5-ჯერ უგოლო ფრე ითამაშა, ერთხელ 1:0 იმარჯვა, ორჯერ კი დამარცხდა („პორტუსთან“ 0:4 და „ბენფიკასთან“ 0:1).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113464