ფეხბურთი

20:54 | 27.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

იეს თორუპი: "ჩაკვეტაძე ბევრს მუშაობს და უფრო ძლიერი დაბრუნდება, ვიდრე აქამდე იყო"

ბელგიური „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა იეს თორუპმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა. დანიელი სპეციალისტის განცხადებით, სარეაბლიტაციო პერიოდით კმაყოფილია, მაგრამ ქართველის დაჩქარებას არ აპირებს, რადგან არ უნდა მენტალურად მასზე გავლენა იქონიოს.

თორუპი დარწმუნებულია, რომ გიორგი უფრო ძლიერი დაუბრუნდება ფეხბურთს, ვიდრე ტრავმამდე იყო.

„ფიზიკურად სწორ დონეზეა, თანდათან მზადაა ვარჯიშისთვის. დატვირთვა, დუელი შემდეგი ნაბიჯი იქნება. არ მინდა მასზე ზეწოლა მოვახდინო, მაგრამ კმაყოფილი ვარ რასაც ვხედავ.

ჩვენ უნდა შევაფასოთ მენტალური ასპექტიც, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ის ძალიან ბევრს მუშაობს, რომ საჭირო დონეს დაუბრუნდეს და დარწმუნებული ვარ, უფრო ძლიერი დაბრუნდება, ვიდრე აქამდე იყო“, - თქვა თორუპმა.

შეგახსენებთ, გიორგის აპრილიდან მოყოლებული არ უთამაშია და სავარაუდოდ, მოედანს დეკემბერში უნდა დაუბრუნდეს. ცოტა ხნის წინ კი, ჩვენებურმა „გენტთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100542