ფეხბურთი

15:49 | 27.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

სალიჰამიძიჩმა მიულერის "ბაიერნიდან" წასვლა გამორიცხა

მიუნხენის "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიძიჩმა ტომას მიულერის კლუბიდან წასვლის შესახებ განაცხადა, რომ ამის შესახებ კითხვაც დასმაც არ ღირს და ფეხბურთელი არსად აპირებს გადასვლას. აღნიშნული ინფორმაცია Bild-მა გაავრცელა.

გერმანელ ფეხბურთელს "მანჩესტერ იუნაიტედს" და მილანის "ინტერს" უკავშირებენ. ასევე, ცნობილი იყო, რომ მიულერმა ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა, თუმცა ოფიციალური პირები მისი გუნდიდან წასვლას უარყოფენ.

ტომასი "ბაიერნის" აკადემიის აღზრდილია და პირველი გუნდში ოფიციალურად 2009 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მიულერმა 13 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114137