ფეხბურთი

12:15 | 27.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

იგუაინი საავადმყოფოში გამოკვლევისთვის გადაიყვანეს

ტურინის "იუვენტუსის" არგენტინელმა თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა "ლეჩესთან" გამართულ იტალიის ჩემპიონატის მატჩში მეკარესთან შეჯახების შედეგად თავის არეში დაზიანება მიიღო და შეხვედრის შემდეგ საავადმყოფოში გამოკვლევისთვის გადაიყვანეს. აღნიშნული ინფორმაცია Bleacher Report-მა გაავრცელა.

შეჯახების შემდეგ სამხრეთამერიკელს თავი შეუხვიეს და მაურიციო სარიმ არ შეცვალა. როგორც აღნიშნული გამოცემა იუწყება, მატჩის დამთავრების შემდეგ, არგენტინელი მოულოდნელად წაიყვანეს საავადმყოფოში. ჯერჯერობით ტრავმის არსებობის შესახებ "იუვენტუსის" ოფიციალურ ვებგვერდს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109572