სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
კალათბურთი

9:57 | 27.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ში ბითაძის დებიუტი კლივლენდთან მატჩში შედგა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის დებიუტი შედგა. სეზონის პირველი ოფიციალური მატჩის გამოტოვების შემდეგ, ქართველმა ცენტრმა კლივლენდში გამართულ მომდევნო შეხვედრაში ითამაშა. დებიუტი დიდი ალბათობით შედეგიანი იქნებოდა, ქართველ ცენტრს მოედანი ფეხის ტკივილის გამო რომ არ დაეტოვებინა. ბითაძე მშვენივრად ჩაერთო თამაშში და საკმაოდ შედეგიანიც იყო, თუმცა პარკეტზე შესვლიდან 4 წუთში მუხლი ასტკივდა და მოედანი დატოვა.

გაჩნდა ინფორმაცია, რომ პირველადი შეფასებით, გოგას ტრავმა სერიოზული არ იყო და ის, შესვენებაზე თითქოს ჩვეულებრივად ხურდებოდა, თუმცა, პეისერსის თავკაც ნეიტ მაკმილანს ჩვენებური, მეორე ნახევარში სათადარიგოთა სკამიდან აღარ წამოუყენებია.

ბითაძე მოედანზე პირველი მეოთხედის დასრულებამდე 2:33 წუთით ადრე, მაილს ტერნერის ნაცვლად გამოჩნდა და მისი ბურთთან პირველივე შეხება შედეგიანი იყო. ქართველმა ცენტრმა ტი ჯეი ლიფისგან კარგი პასი მიიღო და ფარქვეშ მარტო დარჩენილმა ორქულიანი მიითვალა. ამ დროს ინდიანელთა ჩამორჩენა მხოლოდ ერთქულიანი გახდა – 23:24.

მალევე გოგამ საკუთარ ფარზე 1 მოხსნა მიითვალა, შეტევაში კი ჯონ ჰენსონის წინააღმდეგ დაჯარიმდა. პირველი და მეორე მეოთხედების მიჯნაზე, ქართველმა ლეგიონერმა ჯამში 04:26 წუთი ითამაშა, ერთ ეპიზოდში კი მუხლის არეში ტკივილი იგრძნო და მალევე მოედანი კოჭლობით დატოვა… საბოლოოდ, პეისერსი 11-ქულიანი სხვაობით – 99:110 დამარცხდა. ინდიანაპოლისელთა რიგებში საუკეთესო კი მალკოლმ ბროგდონი იყო 30 ქულით და 10 პასით. მაილს ტერნერმა ორმაგი დუბლი (11 ქულა, 11 მოხსნა) შეასრულა, ლიტველმა დომანტას საბონისმა კი 14 ქულა ჩააგდო. ინდიანას აღმოსავლეთ კონფერენციაში ორივე მატჩი წაგებული აქვს, მომდევნო მატჩს კი, 29 ოქტომბრის დილას დეტროიტ პისტონსთან ჩაატარებს, რომელთანაც სეზონის სტარტზე 110:119 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.111751
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X