მექსიკის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მაქს ფერსტაპენმა მოიგო, მაგრამ რბოლის შემდეგ სტიუარდებმა დაადგინეს, რომ ჰოლანდიელმა მრბოლმა, სესიის ბოლოს ყვითელი დროშის წესი დაარღვია და ამის გამო, პოული ჩამოართვეს. „რედ ბულის“ პილოტი სამი პოზიციით ჩამოქვეითდა, რბოლის სტარტზე კი მოწინავე პოზიციებს, ისევე როგორც იაპონიაში, კვლავ „ფერარის“ პილოტები დაიკავებენ. პოულ პოზიციაზე შარლ ლეკლერი დადგება.
ფერსტაპენს კვალიფიკაციის მესამე ნაწილში ორივე სწრაფი წრე საუკეთესო ჰქონდა და თუ მეორე გაუუქმდებოდა, რომლის დროსაც ყვითელ დროშაზე სიჩქარე არ შეამცირა, პირველით მაინც პოულზე დარჩებოდა. მაგრამ გადაწყდა, რომ ის სამი ადგილით დაჯარიმებულიყო. გარდა ამისა, ლიცენზიაშიც ორი საჯარიმო ქულა „გამოიმუშავა“.
რბოლის შემდგომ, ფერსტაპენმა სტიუარდებთან აღიარა, რომ ვალტერი ბოტასის ავარიის შემდეგ, რომელიც სესიის მიწურულს მოხდა, სიჩქარე არ შეუმცირებია. ჰოლანდიელს იმედი ჰქონდა, რომ მხოლოდ მეორე სწრაფი წრის გაუქმებით გადარჩებოდა. ჩანაწერმაც აჩვენა, რომ მის წინ მავალმა მანქანამ (სებასტიან ფეტელის ფერარი) სიჩქარე დააგდო, ფერსტაპენმა კი - არა.
საბოლოოდ, ფერსტაპენი მეოთხე ადგილზე ჩამოქვეითდა და სტარტზე ლუის ჰამილტონის გვერდზე დადგება, რომელსაც თანგუნდლის ავარიის გამო, მეორე სწრაფი წრე ასევე გაუცუდდა. ბოტასს მანქანა თავისი მეორე სწრაფი წრის მიწურულს მოუცურდა და ბარიერს შეეჯახა. საბოლოოდ ის მე-6 ადგილს დასჯერდა, თუმცა მანქანა იმდენად ძლიერ არის დაზიანებული, რომ შესაძლოა, ტრანსმისია ან ძრავი გახდეს შესაცვლელი. ეს კი სტარტზე პოზიციების დაკარგვად დაუჯდება. ეს კი ჰამილტონს ახერირებს, რომელსაც მეექვსე ტიტულის მექსიკაშივე განაღდების რეალური შანსი აქვს.
მექსიკის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 0.266
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 0.412
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.504
- *მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:14.758
- ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 0.578
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 0.580
- კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1.256
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1.564
- დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1.711
- პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 1.828
- სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1.929
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 2.127
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 2.175
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 2.209
- ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 2.511
- ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 3.307
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 3.678
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 3.841
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 4.065
- რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 5.421
შენიშვნა: ფერსტაპენს პოული ჩამოერთვა და სამო პოზიციით დაქვეითდა