ფეხბურთი

2:00 | 27.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლევანგოლსკი" - პოლონელის საოცარი სეზონი და ბუნდესლიგის რეკორდი

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი წარმოუდგენლად შედეგიანად ირჯება და შესაშურ ფორმაშია. პოლონელი მოედანს უგოლოდ არ ტოვებს და ამასობაში რეკორდიც დაამყარა.

ბუნდესლიგის ისტორიაში ლევანდოვსკი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც სეზონის სასტარტო ცხრა მატჩში გოლის გატანა შეძლო. აღნიშნულ ნიშნულს რობერტმა „უნიონთან“ გატანილი გოლით უწია, მთლიანობაში კი, ხსენებულ 9 ტურში მის აქტივში 12 გოლია!

თუმცა, თუ სხვა ტურნირებსაც მივიღებთ მხედველობაში, ციფრები გაცილებით შთამბეჭდავია: 12 გოლი ბუნდესლიგაში, 1 გერმანიის თასზე, 5 ჩემპიონთა ლიგაზე და 3 პოლონეთის ნაკრებში (ჰეთ-თრიქი ლატვიასთან) – 22 გოლი ჯამში მიმდინარე სეზონში, რომელიც სულ რაღაც 2 თვის დაწყებულია (18 მატჩში).

ერთადერთი ტურნირი, რომელშიც 31 წლის პოლონელმა ამ სეზონში თავი ვერ გამოიჩინა, გერმანიის სუპერთასია, როდესაც 3 აგვისტოს, „დორტმუნდთან“ არამარტო თვითონ, არამედ მთლიანად „ბაიერნიც“ მშრალზე დარჩა (0:2).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111799