ფეხბურთი

1:17 | 27.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო მოტამ სერია A-ს პირველივე შეხვედრაში რეკორდი დაამყარა

იტალიის სერია A-ში მთავარი მწვრთნელის პოსტზე ტიაგო მოტას დებიუტი შედგა და პირველივე მატჩში რეკორდის ავტორი გახდა.

„ჯენოამ“, რომელიც 37 წლის სპეციალისტმა რამდენიმე დღის წინ ჩაიბარა, „ბრეშა“ 3:1 დაამარცხა და ამაში მოტას წვლილი მართლაც დიდია. გენუელები პირველი ტაიმის შემდეგ აგებდნენ (0:1), მაგრამ ახალგაზრდა სპეციალისტმა სამი ცვლილება გააკეთა და მისმა გუნდმა სამი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს.

გოლები კევინ აგუდელომ, კრისტიან კუამემ და გორან პანდევმა გაიტანეს. საგულისხმოა, რომ სამივე ფეხბურთელი თამაშში ცვლილებიდან ჩაერთო!

Opta-ს ცნობით, ეს უნიკალური შედეგია, რადგან სერია A-ს ისტორიაში ტიაგო მოტა პირველი მწვრთნელი გახდა, რომლის მიერ თამაშში ჩართულმა სამივე ფეხბურთელმა გოლის გატანა შეძლო.

სტატისტიკა
0.34223