ფეხბურთი

23:25 | 26.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძის უზბეკური დუბლი

ტაშკენტის „ფახთაქორმა“ უზბეკეთის ჩემპიონობის შემდეგ თასიც მოიპოვა და სეზონი დუბლით დაასრულა. შოთა არველაძის გუნდმა ფინალში „აგმკ“ დრაგან სერანის ჰეთ-თრიქით 3:0 დაამარცხა და ისტორიაში მე-12-ედ, ხოლო 2011 წლის შემდეგ პირველად მოიგო უზბეკეთის თასი.

ტიტულის მოპოვების შემდეგ ქართველმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა და ყველას მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის:

„დიდი მადლობა გაწეული სამუშაოსთვის. კლუბს ვულოცავ ამ გამარჯვებას. ჩვენ ვერ ვხედავთ მათ მუშაობას მოედანზე, მაგრამ ისინი დიდ შრომას ასრულებენ. შემდეგ ვულოცავ ფეხბურთეებს, მოიგეს როგორც ჩემპიონატი, ისე თასი, რომ ერთხელაც არ დამარცხებულან. ამ სეზონში 102 გოლი გავიტანეთ და თავდასხმაში შესანიშნავად ვითამაშეთ. მადლობას ვუხდი გუნდის პრეზიდენტ ბობურ შოდიევს. შარშანდელი მარცხის მიუხედავად განაგრძო კლუბის განვითარებაზე მუშაობა, ჩვენთვის ყველანაირი პირობა შექმნა.

კარგი მინდორი, ბაზა, სტადიონი - ეს ჩვენი სიმდიდრეა. დღეს უფრო მეტ გულშემატკივარს ველოდები, მაგრამ მათი რიცხვი ისეთი არ ყოფილა, როგორც მოსალოდნელი იყო. ასევე მნიშვნელოვანია გუნდში არსებული მეგობრული გარემო, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ მენეჯმენტის მუშაობას, ეს ყველაფერი დაგვეხმარა“, - თქვა არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ „ფახთაქორმა“ უზბეკეთის ჩემპიონის ტიტული სეზონის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე გაიფორმა.

0.115386