ფეხბურთი

18:46 | 26.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა ზამთარში ტრანსფერებს არ გეგმავს

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კლუბი არ იაქტიურებს. "ქალაქელებს" ამჟამად ტრავმირებულები როდრი, ალექსანდრ ზინჩენკო, ლეროი სანე და აიმერიკ ლაპორტე ყავთ.

"ვფიქრობ არ ვიყიდით არავის. კლუბს არ შემოუთავაზებია ფეხბურთელები, რომლებიც გაგვაძლიერებენ. ჩვენ მარტო ექვსი თვით არ გვინდა ფეხბურთელის დამატება, რადგან შემდეგ ამჟამინდელი მნიშვნელოვანი მოთამაშეების გაყიდვა მოგვიწევს. ვფიქრობ, ამ სეზონს ამ შემადგენლობით დავამთავრებთ." - ციტირებს Sky Sports-ი ესპანელის სიტყვებს.

0.112425