ისტორია

10:40 | 26.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

26 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1863 წელს დაარსდა ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია და საბოლოოდ ჩამოყალიბდა ფეხბურთის წესები. მოხდა ფეხბურთისა და რაგბის გამიჯვნა, რის შემდეგაც რაგბი სპორტის დამოუკიდებელ სახეობად გარდაიქმნა. ამას საფუძველი კი იმ დღეს ლონდონის ტავერნა “ფრიმენში” რამდენიმე კლუბის კაპიტნის შეკრებამ დაუდო.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1863 - დაარსდა ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია და საბოლოოდ ჩამოყალიბდა ფეხბურთის წესები. მოხდა ფეხბურთისა და რაგბის გამიჯვნა, რის შემდეგაც რაგბი სპორტის დამოუკიდებელ სახეობად გარდაიქმნა. ამას საფუძველი კი იმ დღეს ლონდონის ტავერნა “ფრიმენში” რამდენიმე კლუბის კაპიტნის შეკრებამ დაუდო.

1869 - ნიუ იორკში პირველი ოფიციალური საცხენოსნო შეჯიბრება ჩატარდა.

1951 - ჩეხოსლოვაკიელმა მძლეოსანმა ემილ ზატოპეკმა უნიკალური რეკორდი დაამყარა. მან ერთი გარბენის მსვლელობისას 15, 25 და 30 კილომეტრებზე რბენაში სამი მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.

1951 - როკი მარჩიანომ სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ჯო ლუისი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ორთაბრძოლა ნიუ იორკის “მედისონ სკვერ გარდენში” ჩატარდა.

1958 - თბილისის “დინამომ” ირანული ტურნეს მსვლელობისას თავრიზში, ამავე ქალაქის ნაკრებს 7:0 მოუგო. გოლები დალაქიანმა (2), ღოღობერიძემ, რამიშვილმა, იამანიძემ, ბარქაიამ და გაგნიძემ გაიტანეს. “დინამო” : ს. კოტრიკაძე, ჩოხელი, სიჭინავა, ხოჭოლავა, ა. კოტრიკაძე, რამიშვილი, დალაქიანი, გაგნიძე, ბარქაია, ღოღობერიძე, იამანიძე. გუნდს ანდრო ჟორდანია წვრთნიდა.

1961 - თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში რუმინეთის პლოეშტის “პეტროლულს” 4:2 მოუგო. თამაში თბილისში ჩატარდა, ქართველთაგან კი გოლები კალოევმა (3) და სმირნოვმა გაიტანეს. “დინამო”: კოტრიკაძე (კვასხაძე), ბ. სიჭინავა, ხურცილავა, ხოჭოლავა, გ. სიჭინავა, ხელაძე, მელაშვილი (სმირნოვი), ბარქაია, კალოევი, იამანიძე, მესხი. გუნდს ანდრო ჟორდანია წვრთნიდა.

1966 - საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშების განმეორებით მატჩში, მადრიდის “რეალმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” ურუგვაის მონტევიდეოს “ნასიონალთან” 0:2 წააგო. გოლები როჩამ და სპენსერმა გაიტანეს. პირველ შეხვედრაშიც ურუგვაელებმა ევროპის უძლიერეს კლუბს 2:0 სძლიეს და საპატიო პრიზის მფლობელები გახდნენ.

1974 - აშშ-ის ქალაქ კლივლენდში გაიხსნა სპორტული არენა ”კოლიზეუმი”, რომლის არენაზეც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გუნდი “კავალიერზი” ასპარეზობს.

1975 - კუბამ პანამერიკული თამაშების მსვლელობისას ბეისბოლისტთა ტურნირის ფინალში მექსიკას მოუგო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1988 - ადვოკატმა დონალდ ტრამფმა მაიკ ტაისონისათვის გაწეული ოთხთვიანი იურიდიული მომსახურებისთვის 2 მილიონი დოლარი მიიღო.

1993 - ჰოკეის ეროვნულ ლიგაში სასტარტო მატჩებში ზედიზედ მოგებული შვიდი პაექრობის შემდეგ “ნიუ ჯერსი დევილზმა” “მონრეალ კანადიენსთან” 0:2 წააგო.

1993 - ეროვნული საფეხბურთო ლიგა (NFL) კიდევ ერთი კლუბით, შარლოტის “კაროლინა პანტერზით” გაფართოვდა.

2005 - ამერიკის ქალ კალათბურთელთა ლიგის ჭNBA-ს ვარსკვლავი შერილ სვუპსი გამოტყდა, რომ ლესბოსელია.

2008 - “ლივერპულმა” ლონდონის “სტემფორდ ბრიჯზე” “ჩელსის” 1:0 მოუგო და საშინაო არენაზე “არისტოკრათთა” ზედიზედ 86 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. იქამდე “ჩელსი” საკუთარ სტადიონზე 2004 წლის თებერვალში დამარცხდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1861 - რიჩარდ სიარსი. ამერიკელი ჩოგბურთელი. 1881 წელს გახდა აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი.

1902 - ჯელზეფ ლი შარკი. ლიტვური წარმოშობის ამერიკელი მოკრივე (მისი ნამდვილი გვარია ჟუკაუსკასი). ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს.

1906 - პრიმო კარნერა. იტალიელი მოკრივე. სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს. გარდაიცვალა 1967 წელს.

1941 - ჰარალდ ნილსენი. დანიელი ფეხბურთელი. საკუთარი ქვეყნის ნაკრების რიგებში 1960 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1954 - ვასილის ხაძიპანაგისი. დაიბადა ტაშკენტში ბერძენი პოლიტიკური ემიგრანტების ოჯახში. 1972-75 წლებში გამოდიოდა “პახტაკორში”, საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში (ამპლუით ფორვარდი). 1975 წლის დეკემბერში საცხოვრებლად გადავიდა საბერძნეთში, სადაც კარიერა “ირაკლისში” გააგრძელა. მოპოვებული აქვს საბერძნეთის თასი. ხაძიპანაგისს საკუთარ რიგებში “ლაციო”, “არსენალი”, “პორტო” და “შტუტგარტი” ეპატიჟებოდნენ, თუმცა იგი 1991 წლამდე “ირაკლისში” ასპარეზობდა. 1984 წელს იასპარეზა ფიფას ნაკრების შემადგენლობაში ნიუ იორკის “კოსმოსის” წინააღმდეგ ითამაშა. ხაძიპანაგისთან ერთად მინდორზე ფრანც ბეკენბაუერი, მარიო კემპესი, კევინ კიგანი, დომენიკ როშტო იყვნენ. 2003 წელს, უეფას ნახევარსაუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის საუკეთესო ფეხბურთელი საბერძნეთშიც დაასახელეს და ელადელებმა არჩევანი ვასილის ხაძიპანაგისზე გაკეთეს. საკავშირო ახალგაზრდულ ნაკრებში გამოსვლის გამო ხაძიპანაგისს უფლება არ ჰქონდა ეთამაშა საბერძნეთის ნაკრებში, თუმცა ერთხელ, 1976 წელს მაინც იასპარეზა ბერძენთა ეროვნულ გუნდში და პოლონეთთან ამხანაგურ მატჩში ტრიბუნები უმთავრესად ვასილისის სანახავად გაივსნენ.

1962 - როჯერ კინგდომი. ამერიკელი მძლეოსანი. 110 მეტრზე თარბრჯენით რბენაში 1984 და 1988 წლების ოლიმპიური ჩემპიონი.

1966 - ოლგა ბიჩეროვა. საბჭოთა ტანმოვარჯიშე. მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა შორის ყველაზე ახალგაზრდამ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. ოქროს მედლის მოგების დროს ბიჩეროვა 15 წლისა და 33 დღისა იყო.

1967 - შელი სტოუკსი. ამერიკელი სოფტბოლისტი. 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1968 - რობერტ იარნი. იუგოსლავიისა და ხორვატიის ნაკრებების, სპლიტის “ჰაიდუკის” (1986-91), “ბარის” (1991-93), “ტორინოს” (1993-94), “იუვენტუსის” (1994-95), “ბეტისის” (1995-98), მადრიდის “რეალის” (1998-99), “ლას პალმასის” (1999-2001), “პანათინაიკოსის” (2001-02) ფეხბურთელი. მარცხენა ფლანგზე გამოდიოდა სხვადასხვა პოზიციაზე. იუგოსლავიის ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზა 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. ხორვატიის ეროვნული გუნდის რიგებში 1998 წლის მუნდიალის მესამეადგილოსანია. ხორვატიის ნაკრებში ჩაატარა 81 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. ეს ბურთი იარნიმ მუნდიალ98-ზე მეოთხედფინალში გერმანიას გაუტანა.

1975 - ტემი კლილენდი. ამერიკელი მოცურავე. სინქრონულ ცურვაში 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1980 - ლადო ბურდული. საქართველოს ნაკრების, თბილისისა და კიევის “დინამოს”, “თბილისის”, თბილისის “ლოკომოტივის”, ვლადიკავკაზის “ალანიას”, “კრივბასის”, ლუგანსკის “ზარიას”, სიმფეროპოლის “ტავრიას”, უჟგოროდის “ზაკარპატიეს” ნახევარმცველი. საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი. დსთ-ის ჩემპიონთა თასის გამარჯვებული (2004). საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 21 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ამჟამად ბოლნისის “სიონის” მთავარი მწვრთნელია.

1980 - კრისტიან კივუ. რუმინეთის ნაკრების, კრაიოვას “უნივერსიტატეას”, ამსტერდამის “აიაქსის” (1999-2003), “რომას” (2003-2007), “ინტერის” (2007 წლიდან) უკანახაზელი. 2010 წელს გახდა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონი და მოიპოვა ჩემპიონთა ტასი. 2002 წელს მოიპოვა ჰოლანდიის ჩემპიონობა და თასი. რომაელთა შემადგენლობაში 2007 წელს დაეუფლა იტალიის თასს, “ინტერთან” ერთად კი 2008, 2009, 2010 წლებში მოიგო სკუდეტო, 2010 და 2011 წლებში იტალიის თასი. ევროპის 2000 და 2008 წლების ჩემპიონატების მონაწილე. რუმინეთის ნაკრებში ჩაატარა 75 მატჩი, გაიტანა 3 გოლი.

1983 - დმიტრი სიჩოვი. რუსეთის ნაკრების, მოსკოვის “სპარტაკის”, მარსელის “ოლიმპიკის”, მოსკოვის “ლოკომოტივის” ფორვარდი. ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი. მსოფლიოს 2002 და ევროპის 2004 წლების ჩემპიონატების მონაწილე. რუსეთის ნაკრებში ჩაატარა 45 მატჩი, გაიტანა 15 გოლი. 2004 წელს გახდა რუსეთის ჩემპიონი, 2007-ში კი მოიპოვა თასი. 2004 წელს დაასახელეს რუსეთის საუკეთესო ფეხბურთელად.

0.124787