ფეხბურთი

11:29 | 26.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტიტემ ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ ნოემბრის მატჩებისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. „სელესაოს“ რიგებში ერთი საინტერესო ფიგურაა - „რომას“ მეკარე დანიელ ფუზატო.

აღსანიშნავია, რომ 22 წლის კარის დარაჯს იტალიური გუნდის რიგებში დებიუტი ჯერ არ ჰქონია, მაგრამ ტიტეს ყურადღება მაინც მიიქცია.

მთლიანობაში ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა შემდეგნაირია:

მეკარეები: ალისონი (ლივერპული, ინგლისი), ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), დანიელ ფუზატო (რომა, იტალია)

მცველები: დანილო (იუვენტუსი, იტალია), ემერსონი (ბეტისი, ესპანეთი), ალექს სანდრო (იუვენტუსი, იტალია), რენან ლოდი (ატლეტიკო, ესპანეთი), ედერ მილიტაო (რეალი, ესპანეთი), ფელიპე (ატლეტიკო, ესპანეთი), მარკინიოსი (პსჟ, საფრანგეთი), ტიაგო სილვა (პსჟ, საფრანგეთი)

ნახევარმცველები: არტური (ბარსელონა, ესპანეთი), კაზემირო (რეალი, ესპანეთი), ფაბინიო (ლივერპული, ინგლისი), ლუკას პაკეტა (მილანი, იტალია), დუგლას ლუისი (ასტონ ვილა, ინგლისი), ფილიპე კოუტინიო (ბაიერნი, გერმანია)

თავდამსხმელები: დავიდ ნერეში (აიაქსი, ჰოლანდია), რობერტო ფირმინო (ლივერპული, ინგლისი), გაბრიელ ჟესუსი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), რიშარლისონი (ევერტონი, ინგლისი), როდრიგო (რეალი, ესპანეთი), ვილიანი (ჩელსი, ინგლისი)

ბრაზილიის ნაკრები ნოემბერში ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს არგენტინისა და სამხრეთ კორეის ნაკრებების წინააღმდეგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.53953