სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

21:24 | 25.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

კარის გაჯახუნება - "დინამო ბათუმმა" სიმშვიდე დაკარგა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

კარის გაჯახუნებაც ამას ჰქვია, თბილისის „ვიტ ჯორჯიამ“, რომელიც პრაქტიკულად გავარდნილია კრისტალბეთ ეროვნული ლიგიდან 32-ე ტურის სასტარტო შეხვედრაში ბათუმის „დინამოსთან“ ითამაშა და სატურნირო ცხრილში ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

„ანგისას“ ბაზაზე ნემსი არ ჩავარდებოდა და ადგილობრივი პუბლიკა საკუთარი გუნდის გამარჯვების სანახავად მივიდა, რომელიც ასე ახლოსაა ნანატრ ჩემპიონობასთან. გია გეგუჩაძის გუნდი უდიდეს უპირატესობას ფლობდა, არაერთი საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ ერთხელ იხეირა.

მე-3 წუთზე ჯოვინო ფლამარიონის ცუდად შესრულებული პენალტი მასპინძლებს ჯაბა ჯიღაურმა არ დაატყო, რომელმაც დამატებაზე გაიტანა და ანგარიში გაიხსნა. მაშინ ვინ იფიქრებდა, რომ აჭარლებმა მეტჯერ ვეღარ გაიტანდნენ და მეტიც, აქეთ გაუშვებდნენ.

თუმცა, „დინამო“ დაისაჯა, რადგან მეტოქის კართან შექმნილი საგოლე მომენტები გოლად ვერ აქცია და ქარს გაატანა ის უპირატესობა, რომელიც ჰქონდა. 86-ე წუთზე კი, „ვიტელებმა“ სტანდარტი გაითამაშეს და სეხნიაშვილმა თავური დარტყმით გაათანაბრა - 1:1.

„დინამომ“ დარჩენილ დროში ისევ შეტევაში გადავიდა და ორი რეალური მომენტი კიდევ შექმნა, მაგრამ დღეს გამარჯვება არ ეწერა. შედეგად, ორი ქულა დაკარგა, რომელიც ვინძლო ჩემპიონობის დაკარგვის ფასად დაუჯდეს.

„ვიტ ჯორჯია“ 20 ქულით კვლავ ბოლო ადგილზეა და „სიონს“ 12 ქულით ჩამორჩება. შესაბამისად, „ვეტერინართა“ გადარჩენა უკვე წარმოუდგენელია. რაც შეეხება ყველაზე საინტერესოს, საჩემპიონო რბოლას - „დინამო ბათუმი“ 64 ქულით ისევ ლიდერია, მაგრამ ხვალ „დინამო თბილისი“ თუ მოიგებს, დედაქალაქური გუნდი გალიდერდება. თუმცა, ფელის ვისენტეს გუნდს მძიმე ბრძოლა ელოდება, რადგან „საბურთალოს“ ეთამაშება, რმელიც თავის მხრივ, ასევე ჩართულია საჩემპიონო რბოლაში და თავად თუ მოიგებს, ლიდერთან სხვაობა კინკილა ქულამდე შეამცირებს.

„დინამო ბათუმმა“ კი ბოლო სამ ტურში მეტისმეტი ქულები გაანიავა - სამი მატჩში, სამი ფრე... გია გეგუჩაძის გუნდს საჩემპიონო ნერვიულობა დაეტყო, ჩვენ კი, ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ სეზონის ძალიან მაგარ ფინიშს.

„დინამო“ (ბათუმი) – „ვიტ ჯორჯია“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ჯიღაური (3), 1:1 სეხნიაშვილი (86)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.111721
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X