ფეხბურთი

0:36 | 26.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა იოვიჩს "რეალში" კომუნიკაციის პრობლემა აქვს

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა „გალათასარაისთან“ მატჩის მიწურულს მოედანზე ლუკა იოვიჩი შეუშვა. თუმცა, მანამდე სერბი ფეხბურთელი დაარიგა.

პრობლემა ისაა, რომ „ზიზუმ“ ეს ესპანურ ენაზე გააკეთა და იოვიჩმა ვერაფერი გაიგო. ზიდანი ეკითხებოდა ლუკას, გაიგო თუ არა მისი დარიგებები, მაგრამ შეგირდი ვერაფერს პასუხობდა.

ზიდანი მიხვდა, რომ კომუნაკაციის პრობლემა იყო და შემდეგ ინგლისურ ენაზე დაარიგა, რის შედეგადაც იოვიჩამდე მწვრთნელის სიტყვები მივიდა.

შეგახსენებთ, ზაფხულში მადრიდის „რეალმა“ ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ ლუკა იოვიჩი დიდი იმედით იყიდა, მაგრამ სერბი ჯერჯერობით „სამეფო კლუბს“ ვერ გაუშინაურდა. ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე იოვიჩმა ჯერჯერობით სულ რაღაც 292 წუთი ითამაშა და გოლი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111633