ძიუდო

18:47 | 25.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა მაისურაძის ვერცხლის მედალი აბუ დაბის გრან სლემზე

აბუ დაბის გრან სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა. 81 კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძემ შესანიშნავად იასპარეზა და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

ლუკამ ფინალამდე გზა დაუმარცხებლად გაიარა, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში იპონით დამარცხდა.

მაისურაძის მეტოქე სამხრეთ კორეელი ლი მუნ ჯინი იყო, რომელსაც ქართველი ძიუდიოსტი ვერ გაუმკლავდა და ოქროს მედლის გარეშე დარჩა, მაგრამ ორდღიანი წარუმატებელი გამოვლის შემდეგ საქართველოს დელეგაციას პირველი მედალი მოუტანა.

დღესვე, ფრიდონ გიგანი, გიორგი ჩიხლაძე (ორივე 73 კგ) და ზებედა რეხვიაშვილი (81 კგ) ასპარეზობას ადრეულ სტადიაზე გამოეთიშნენ და უმედლოდ დარჩნენ.

0.116148