ფეხბურთი

22:30 | 25.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

სტერლინგი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელია

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის (კვირის) საუკეთესო ფეხბურთელად რაჰიმ სტერლინგი დასახელდა. „მანჩესტერ სიტის“ შემტევმა უეფას ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

სტერლინგმა გასულ ტურში ბერგამოს „ატალანტასთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა და საგოლე პასიც გააკეთა.

ინგლისელმა ფეხბურთელმა პაულო დიბალას (დუბლი „ლოკომოტივთან“), კილიან მბაპეს (ჰეთ-თრიქი „ბრიუგესთან“) და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენს (დუბლი „გენკთან“) აჯობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120986