ფეხბურთი

14:21 | 25.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

„მონაკომ“ 17 წლის ბრაზილიელი მეკარე გაიფორმა

„მონაკომ“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ბრაზილიელ მეკარე გაბრიელ პერეირასთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ დაწერა.

17 წლის ფეხბურთლმა, რომელიც „გრემიოს“ სისტემაშია გაზრდილი, მონაკოელებთან 2022 წლამდე ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

„ძალიან ბედნიერი ვარ „მონაკოში“ გადმოსვლით, ის დიდი კლუბია ლიგა 1-ში. ჩემთვის ეს ახალი თავგადასავალია. ვეცდები, პროგრესი განვიცადო და თანაგუნდელების იმედი გავამართლო“ - უთხრა პერეირამ კლუბის პრესსამსახურს.

გასულ ზაფხულს, პერეირამ, პერუში გამართულ 17 წლამდელთა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში. სულ, ასაკობრივი ნაკრებების ეგიდით, პერეირას 18 მატჩი ჩაუტარებია.

0.148527