ფეხბურთი

23:21 | 24.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლმა" დუბრავკას კონტრაქტი გაუხანგრძლივა

„ნიუკასლ იუნაიტედმა“ მარტინ დუბრავკას ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც „კაჭკაჭების“ ვებგვერდი იტყობინება, მხარებს შორის ხელშეკრულება 2025 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა.

დუბრავკა „ნიუკასლს“ 2018 წლის იანვარში პრაღის „სპარტადან“ იჯარის წესით გადავიდა, ხოლო იმავე წლის ზაფხულში ინგლისებთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა.

ამ დროის განმავლობაში სლოვაკმა კარის დარჯმა 59 მატჩში 73 გოლი გაუშვა, ხოლო 18-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

სტატისტიკა
0.24348