ფეხბურთი

20:51 | 24.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

რაიან გიგზი: "მესი თუ რონალდუ? შედარებაც არ შეიძლება"

უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რაიან გიგზმა ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის საუკეთესო დაასახელა. მიუხედავად იმისა, რომ უელსელი პორტუგალიელის მხარდამხარ წლების განმავლობაში ირჯებოდა, მისთვის არჩევა საკმაოდ ადვილი გამოდგა.

„ამ ორს შორის არჩევანის გაკეთება ჩემთვის ძალიან რთულია. მინდა ვთქვა რონალდუ, რადგან მასთან ერთად ვითამაშე და მისი ევოლუციით აღფრთოვანება შემეძლო, მაგრამ მესი გენიოსია.

ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელსაც ცხოვრების განმავლობაში ერთხელ ვნახულობთ. ვისურვებდი კრიშტიანუ დამესახელებინა, მაგრამ რეალურად შედარებაც არაა“, - თქვა გიგზმა.

შეგახსენებთ, რომ რაიან გიგზი და კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2003-2009 წლებში თანაგუნდელები იყვნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113074