ფეხბურთი

4:30 | 24.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კონტურები გამოიკვეთა (+VIDEO)

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ზუსტად ნახევარი უკვე დასრულდა. ევროპის უპრესტიჟულესმა ტურნირმა ეკვატორი გადალახა და ყველაზე საინტერესო ფაზაში შევიდა. თუმცა, როგორც წესი, კონტურები უმეტესად გამოიკვეთა, მაგრამ გადაჭრით ჯერ არაფრის თქმა არ შეიძლება.

E ჯგუფი

E ჯგუფში ფავორიტებმა იმარჯვეს. „ლივერპულს“ ბუნებრივია ბელგიის ჩემპიონმა „გენკმა“ მედგარი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და რა გასაკვირია, იურგენ კლოპის გუნდი დიდებულ ფორმაშია. ბრწყინვალე იყო ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, რომელმაც დუბლი შეასრულა და ერთი ისეთი გაიტანა, თქვენგან მოწონებული - მრავალგზის ნახვად რომ ღირს. უგოლოდ მინდორი არც სადიო მანესა და მომო სალაჰს დაუტოვებიათ, რომლებმაც ერთმანეთს საგოლე პასებიც გაუცვალეს. „წითლებმა“ ზედიზედ მეორე იმარჯვეს, თუმცა, ნეაპოლში პირველ ტურში განცდილი მარცხის გამო ჯერჯერობით მხოლოდ მეორე ადგილზე არიან.

„ნაპოლიმ“ კი, „ზალცბურგს“ მისსავე მინდორზე აჯობა. ვთქვათ, რომ ავსტრიელებმა სახლში 2016 წლის შემდეგ პირველად წააგეს და 70-მატჩიან ჩინებულ სერიას წერტილი დაესვა. დრის მერტენსმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა, დუბლი შეასრულა და ლეგენდარული დიეგო მარადონა უკან მოიტოვა. საქმე ისაა, რომ ბელგიელს „ნაპოლიში“ უკვე 116 გოლი აქვს გატანილი, ხოლო არგენტინელმა თავის დროზე 115-ჯერ იხეირა. არანაკლებ ეფექტური (თუ მეტად არა) ჰქონდა ერლინგ ჰოლანდს. 19 წლის ნორვეგიელი უბრალოდ შეუჩერებელია და ალექს მერეტის კარი ორჯერ აიღო. ნორვეგიელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც საწყის სამ მატჩში 6 გოლი გაიტანა! გარდა ამისა, კარიმ ბენზემას მიღწევა გაიმეორა და საწყის სამ შეხვედრაში გატანა მოახერხა თინეიჯერულ ასაკში. ჰოლანდმა მერტენსის ორი გოლი ორჯერ გაქვითა, ნეაპოლელთა კარის დარაჯმა ალექს მერეტემა კი, თავისიანები რამდენჯერმე იხსნა. 73-ე წუთზე ლორენცო ინსინიემ გაიტანა, იტალიელები მესამედ დააწინაურა და როგორც გაირკვა, ჰოლანდმა მეტჯერ ვეღარ გაათანაბრა. „ნაპოლიმ“ 7 ქულას მოუყარა თავი და ჯგუფში ლიდერობა შეინარჩუნა. „ზალცბურგმა“ კი ვითარება დაიმძიმა, მაგრამ ორ კვირაში იტალიაში გამარჯვებისთვის მოუწევს გარჯა.

„გენკი“ – „ლივერპული“ 1:4 (0:1)

გენკი, „ლუმინუს არენა“

მაყურებელი: 19 626

„გენკი“ (4-4-1-1): კუცკე; მაელე, კუესტა, ლუკუმი, ურონენი; ბუნგონდა (ნდონგალა 66), ჰეინენი, ბერგი, იტო (ჰაჯი 87); სამატა; ონუაჩუ (ოდეი 81)

მწვრთნელი: ფელისე მაზუ

„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ფაბინიო, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი (გომესი 63); მილნერი, კეიტა, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (ვეინალდუმი 73); სალაჰი, ფირმინო (ორიჯი 80), მანე

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 0:1 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (2), 0:2 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (57), 0:3 მანე (77),0:4 სალაჰი (87), 1:4 ოდეი (88)

გაფრთხილება: ოდეი (84) - გომესი (70)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 12 (7) ბურთის ფლობა: 33%-67% კუთხურები: 2:7 თამაშგარე: 6:2

მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)

„ზალცბურგი“ – „ნაპოლი“ 2:3 (1:1)

ზალცბურგი, „რედ ბულ არენა“

მაყურებელი: 29 520

„ზალცბურგი“ (4-4-2): სტანკოვიჩი (მიგელი 33); კრისტენსენი, რამალიო, ვიობერი, ულმერი; დაკა (აშიმერუ 68), მვეპუ (კოიტა 89), იუნუზოვიჩი, მინამინო; ჰოლანდი, ჰვანი

მწვრთნელი: იეს მარში

„ნაპოლი“ (4-4-2): მერეტი; მალკუიტი, კულიბალი, ლუპერტო, დი ლორენცო; კალეხონი (ელმასი 80), ალანი, ფაბიან რუისი, ზიელინსკი; მერტენსი (ლორენტე 76), ლოსანო (ინსინიე 65)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 0:1 მერტენსი (17), 1:1 ჰოლანდი (40, პენ), 1:2 მერტენსი (64), 2:2 ჰოლანდი (72), 2:3 ინსინიე (73)

გაფრთხილება: ჰოლანდი (45) - ლოსანო (38), მალკუიტი (39), ლორენტე (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (5) – 8 (4) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 8:1 თამაშგარე: 4:0

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)

F ჯგუფი

F ჯგუფს კატალონიის „ბარსელონა“ ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში. არადა, „ბარსამ“ ისევ ბეწვის ხიდზე გაიარა და შეიძლებოდა ვერც მოეგო. პრაღაში, „სლავიამ“ მრისხანე მეტოქეს მეტად ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და გულშემატკივრების გულები მოიგო. ლიონელ მესიმ ლიგაზე პირველი გოლი სწორედ ამ მატჩში გაიტანა და ეს მე-3 წუთზე მოხდა მასპინძელი მცველების შეცდომის შედეგად. „სლავია“ 33-ე გუნდი გამოდგა, რომელსაც ლეომ ლიგაზე გაუტანა და კრიშტიანუ რონალდუსა და რაულის შედეგი გაიმეორა. ამასთან, მესიმ მე-15 სეზონში შეძლო გოლის გატანა ჩემპიონთა ლიგაზე და ამ შედეგით ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა. თამაშს მივუბრუნდეთ და ანგარიში პირველივე ტაიმში გათანაბრდებოდა, რომ არა ფენომენალური მარკ-ანდრე ტერ შტეგენი. გერმანელმა „სლავიას“ კლანჭებიდან თანაგუნდელები ბევრჯერ დაიხსნა. მეორე ტაიმის დასაწყისში „ბარსელონას“ დაცვა კიდევ ერთხელ გაისარჯა უნიათოდ და ამჯერად ტერ შტეგენიც ვერაფერი გახდა - 1:1. თუმცა, „სლავიამ“ ბოლომდე მაინც ვერ გაიხარა, რადგან თავდამსხმელი ოლაინკა დაცვის დასახმარებლად ჩავიდა და საკუთარ კარში გაიტანა. სხვათა შორის, 2017 წლიდან „ბარსელონას“ საუკეთესო გოლეადორი ჩემპიონთა ლიგაზე მესის შემდეგ მეტოქე გუნდის ფეხბურთელები არიან, რადგან კატალონელთა სასარგებლოდ 7 ავტოგოლი გავიდა. მაგალითისთვის, ამავე პერიოდში მესამე-მეოთხე ადგილებს გოლების რაოდენობით ლუის სუარესი და უსმან დემბელე იყოფენ 4-4 გოლით... საბოლოოდ, „ბარსამ“ მოიგო, 7 ქულა დააგროვა და როგორც უკვე ვთქვით, გალიდერდა, რადგან „დორტმუნდმა“ მილანში წააგო.

ლუისიენ ფავრის გუნდი „სან სიროზე“ ერთობ უსუსურად გამოიყურებოდა და სავსებით სამართლიანი შედეგი დაფიქსირდა. „ინტერი“ კი, პირიქით, მოწადინებული და მოტივირებული იყო, რომ პირველი გამარჯვება მოეპოვებინა ამ სეზონში. „ნერაძური“ ლაუტარო მარტინესმა დააწინაურა და მატჩის ბოლოს ანტონიო კანდრევამ უპირატესობა გაზარდა. იქამდე ცოტა ხნით ადრე, მარტინესს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა. პენალტი კი, სებასტიანო ესპოზიტომ მოიპოვა, რომელიც მინდორზე 62-ე წუთზე რომელუ ლუკაკუს ნაცვლად გამოჩნდა. ესპოზიტო მხოლოდ 17 წლისაა და ჯუზეპე ბერგომის შემდეგ (1981 წელს) „ინტერის“ ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე/თასზე დებიუტი ჰქონდა. სებასტიანო ჩინებულად ჩაერთო თამაშში და გერმანელ მცველებს არაერთი თავსატეხი გაუჩინა. გვირგვინი 82-ე წუთზე გამომუშავებული თერთმეტმეტრიანი გამოდგა, როდესაც მატს ჰუმელსი იძულებული გახადა თამაშის წესი დაერღვია. ამასობაში, „ინტერი“ „დორტმუნდს“ გაუტოლდა და ვინაიდან, ბურთების უკეთესი ბალანსი აქვს, მეორე ადგილზეა. როგორც ანტონიო კონტემ ნამატჩევს თქვა, მისი გუნდი ცოცხალია და ახლა გერმანიაში მოუწევს ბრძოლა.

„ინტერი“ – „დორტმუნდი“ 2:0 (1:0)

მილანი, „ჯუზეპე მეაცა“

მაყურებელი: 65 673

„ინტერი“ (3-5-2): ჰანდანოვიჩი; გოდინი, დე ვრეი, შკრინიარი; კანდრევა, ბარელა, ბროჟოვიჩი, გალიარდინი, ასამოა (ბირაგი 80); ლაუტარო მარტინესი (ბორხა ვალერო 90), ლუკაკუ (ესპოზიტო 62)

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

„დორტმუნდი“ (4-3-3): ბიურკი; ჯაკიმი, აკანჯი (ლარსენი 74), ჰუმელსი, შულცი; დელანი (დაუდი 65), ვიტსელი, ვაიგლი; სანჩო, ბრანდტი, აზარი (გერეირო 84)

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

გოლები: 1:0 ლაუტარო მარტინესი (22), 2:0 კანდრევა (89)

გაფრთხილება: ბროჟოვიჩი (44), ბარელა (56), გოდინი (78), კანდრევა (90) - ვაიგლი (79), ჰუმელსი (87)

გამოუყენებელი პენალტი: ლაუტარო მარტინესი (82, მეკარე)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (4) – 3 (2) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 2:2 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)

„სლავია“ – „ბარსელონა“ 1:2 (0:1)

პრაღა, „სინობო სთედიუმი“

მაყურებელი: 19 170

„სლავია“ (4-2-3-1): კოლარი; კუფალი, კუდელა, ჰოვორკა, ბორილი; სუჩეკი, სევჩიკი; მასოპუსტი (ბურენი 76), სტანჩუ (ჰუსბაუერი 76), ზელენი (ტეჩლი 46); ოლიანკა

მწვრთნელი: ინდრიხ ტრპისოვსკი

„ბარსელონა“ (4-3-3): ტერ შტეგენი; სემედუ, პიკე, ლენგლე, ჟორდი ალბა; არტური (რაკიტიჩი 84), ბუსკეტსი (ვიდალი 78), დე იონგი; მესი, სუარესი, გრიზმანი (დემბელე 69)

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლები: 0:1 მესი (3), 1:1 ბორილი (50), 1:2 ოლაინკა (57, ა.გ)

გაფრთხილება: მასოპუსტი (56), ბორილი (64), ოლაინკა (71), სევჩიკი (76) - ჟორდი ალბა (35), დემბელე (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 17 (8) – 10 (7) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: რობერტ მადენი (შოტლანდია)

G ჯგუფი

ერთი შეხედვით ყველაზე სუსტ G ჯგუფში მოვლენები ძალიან საინტერესოდ ვითარდება. „ლაიფციგმა“ „ზენიტთან“ ტაიმი კი წააგო, მაგრამ ნაანტრაქტევს ლაიმერის გოლითა და მარსელ ზაბიცერის შედევრით 2:1 იმარჯვა. შედეგად, იულიან ნაგელსმანის გნდი 6 ქულით გალიდერდა.

მეორე-მესამე ადგილებს „ზენიტი“ და „ლიონი“ 4-4 ქულით იყოფენ. ფრანგები ახლოს იყვნენ ლისაბონში, „ბენფიკასთან“ ქულის აღებასთან, მაგრამ კაპიტანმა, პორტუგალიელმა ანტონი ლოპეშმა დააღალატა. იქამდე კი, რაფა სილვამ უკვე მეოთხე წუთზე დააწინაურა „არწივები“, რომელთაც ამ ტურამდე ქულა არ ჰქონდათ მოპოვებული. შემდეგ იყო მემფის დეპაის გოლი და რუდი გარსიას გუნდი ფრეზეც ყაბულს იყო. თუმცა, ბოლოს თანამემამულეებს დიდებული საჩუქარი გაუკეთა ლოპეშმა და თანაგუნდელები დააღალატა - მისი უცნაური და გაუაზრებელი პასი (ხელით) პიციმ ჩაჭრა და ცარიელ კარში გამარჯვების გოლი გაიტანა, ეს 86-ე წუთზე. ამრიგად, სამი ტურის შემდეგ უშანსოდ არც ლისაბონური გუნდია, რადგან 3 ქულა აქვს და ხელის გაწვდენაზე არიან კონკურენტები.

„ლაიფციგი“ – „ზენიტი“ 2:1 (0:1)

ლაიფციგი, „რენ ბულ არენა“

მაყურებელი: 41 058

„ლაიფციგი“ (4-2-3-1): გულაში; მუკიელე, ორბანი, უპამეკანო, კლოსტერმანი; კამპლი, ლაიმერი (დემე 86); ზაბიცერი, ფორსბერგი, ლუკმანი (პოულსენი 69); ვერნერი (კუნია 46)

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

„ზენიტი“ (4-3-3): კერჟაკოვი; კარავაევი, ივანოვიჩი, რაკიცკი, სანტოსი; შატოვი (ოსორიო 65), ბარიოსი, ოზდოევი; ძიუბა, აზმუნი (კუზიაევი 75), დრიუსი (მაკი 82)

მწვრთნელი: სერგეი სემაკი

გოლები: 0:1 რაკიცკი (25), 1:1 ლაიმერი (49), 2:1 ზაბიცერი (59)

გაფრთხილება: ბარიოსი (8)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (6) – 5 (2) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 6:2 თამაშგარე: 5:4

მსაჯი: ალი პალაბიკი (თურქეთი)

„ბენფიკა“ – „ლიონი“ 2:1 (1:0)

ლისაბონი, „და ლუჟი“

მაყურებელი: 53 035

„ბენფიკა“ (4-3-3): ვლაჩოდიმოსი; ტავარეში, ფერო, რუბენ დიაში, ფერო, გრიმალდო; გედსონ ფერნანდესი, ფლორენტინო, გაბრიელი; რაფა სილვა (პიცი 20), სეფეროვიჩი (ვინისიუსი 59), სერვი (დე ტომასი 78)

მწვრთნელი: ბრუნო ლაგე

„ლიონი“ (4-4-2): ლოპეში; დუბუა, დენაიერი, მარსელო, კონე; ტერიე (მენდეში 56), ოუარი (ადელაიფე 88), ტუსარი, კორნე (ტრაორე 66); დემბელე, დეპაი

მწვრთნელი: რუდი გარსია

გოლები: 1:0 რაფა სილვა (4), 1:1 დეპაი (70), 2:1 პიცი (86)

გაფრთხილება: პიცი (42), ფერნანდესი (59) - მარსელო (10), დემბელე (26), კონე (38)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (2) – 7 (2) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 0:6 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: ივან კრუზლიაკი (სლოვაკეთი)

H ჯგუფი

ამსტერდამის „აიაქსმა“ მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო და მიჯრით ორივე შეხვედრა 3:0 მოიგო, თუმცა „ჩელსისთან“ ძალიან უხასიათოდ გამოიყურებოდა და დამსახურებული მარცხი განიცადა. სიმართლე რომ ვთქვათ, არც ლონდონელს დაუკრეფიათ ვარსკვლავები, მაგრამ გამარჯვების უკეთესი სურვილი გამოავლინეს. 86-ე წუთზე კი, მიჩი ბატშუაიმ გაიტანა და შეხვედრაც დასრულდა. შედეგად, ჯგუფს 6-6 ქულით სწორედ ეს გუნდები ლიდერობენ.

„ვალენსიასაც“ შეეძლო სამი ტურის შემდეგ 6 ქულა ჰქონოდა და ჯგუფში სამხელისუფლიანობა დაემყარებინა, მაგრამ მსაჯის მეხუთე დამატებულ წუთზე გაუშვა და გამარჯვება ხელიდან გაუშვა. „სტად პიერ-მოროზე“ „ლილი“ გაცილებით კარგი იყო, ვიდრე ესპანური გუნდი, თუმცა, 63-ე წუთზე კევინ გამეიროს პასით დენის ჩერიშევმა გაიტანა და „ღამურები“ კარგა ხანს ინარჩუნებდნენ სასურველ შედეგს. თუმცა, მსაჯის კომპენსირებულ დროში ჯონათან იკონე ფანტასტიკურად გაისარჯა - ბურთის გაჩერება, მეტოქის მოტყუება და დარტყმა პრაქტიკულად ერთი მოძრაობით მოახერხა და თავის გუნდს პირველი ქულა მოუტანა. თვითონ გოლი მართლაც ფანტასტიკური იყო და ერთი სიამოვნებაა მისი ნახვა. „ვალენსიას“4 ქულა დაუგროვდა, „ლილს“ ერთი და ჯგუფის აუტსაიდერია.

„აიაქსი“ – „ჩელსი“ 0:1 (0:0)

ამსტერდამი, „იოჰან კრუიფ არენა“

მაყურებელი: 52 482

„აიაქსი“ (4-3-3): ონანა; დესტი, ველტმანი (ჰუნტელაარი 89), ბლინდი, ტალიაფიკო; ალვარესი (დე იონგი 89), ვან დე ბეეკი, მარტინესი; ზიეჩი, ტადიჩი, პრომესი (ნერეში 74)

მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგი

„ჩელსი“ (3-4-3): არიზაბალაგა; ასპილიკუეტა, ზუმა, ტომორი; ჰადსონ-ოდოი (ჯეიმსი 90), კოვაჩიჩი, ჟორჟინიო, ალონსო; ვილიანი (პულიშიჩი 66), აბრაჰამი (ბატშუაი 71), მოუნთი

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

გოლი: 0:1 ბატშუაი (86)

გაფრთხილება: ტადიჩი (49), მარტინესი (65) - ზუმა (84)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (2) – 13 (4) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 6:9 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)

„ლილი“ – „ვალენსია“ 1:1 (0:0)

ლილი, „სტად პიერ-მორო“

მაყურებელი: 47 488

„ლილი“ (4-1-4-1): მაინანი; ჩელიკი, ფონტე, ჯალო (ბამბა 87), ბრადარიჩი; გაბრიელი, იაზიჯი (რემი 71), ანდრე, სუმარე, არაუხო (იკონე 65); ოსიმენი

მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე

„ვალენსია“ (4-4-2): სილესენი; ვასი, გაბრიელი, დიახაბი, კოსტა; კოკელნი, პარეხო, კონდოგბია (სოლერი 46), ჩერიშევი (გარაი 87); გომესი, გამეირო (ლი 65)

მწვრთნელი: ალბერტ სელადესი

გოლები: 0:1 ჩერიშევი (63), 1:1 იკონე (90)

გაფრთხილება: ჩელიკი (21), არაუხო (42), ჯალო (86), გაბრიელი (90) - დიახაბი (82, 84), გომესი (90)

გაძევება: დიახაბი (84)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 20 (7) – 4 (3) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 9:4 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: დენიზ აიტეკინი (გერმანია)

სტატისტიკა
0.29255