ფეხბურთი

15:53 | 23.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: „აზარი სულ უფრო უკეთესი ხდება“

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში, სტამბოლში „გალათასარაის“ დამარცხების შემდეგ (1:0), მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ ნერვიულობს ახალწვეული ედენ აზარის თაობაზე, რადგან ბელგიელი ყოველ მატჩში უკეთესი ხდება.

„აზარის ფორმაზე არ ვნერვიულობ, რადგან ის ყოველ მატჩში უკეთესი ხდება. მომავალშიც მოუმატებს. მომენტების შექმნა უკვე დაიწყო. მალე გატანასაც დაიწყებს.

ჯამში გუნდის გარჯით კმაყოფილი ვარ. შესანიშნავად ითამაშა კურტუამ. მან რამდენიმე ეპიზოდში გადაგვარჩინა. გავიმარჯვეთ და ეს მოთამაშეებმა დაიმსახურეს.“ - ციტირებს ზიდანის სიტყვებს Mirror.

შეგახსენებთ, რომ ხსენებულ მატჩში აზარმა ბურთი ხარიხას გაარტყა.

0.151247