ფეხბურთი

18:16 | 22.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანი ჟურნალისტს: "ყველა მე მირეკავს, თქვენც გინდათ ჩემი ნომერი?"

ზლატან იბრაჰიმოვიჩს ლოს ანჯელეს „გალაქსისთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის 31 დეკემბერს ეწურება და ფეხბურთელი ბოლო დროს იტალიაში დაბრუნებაზე ხშირად საუბრობს.

შვედს „ნაპოლის“ყველაზე მეტად უკავშირებენ და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ კარლო ანჩელოტიმ იხუმრა - ზლატანს დავურეკავო.

იბრას ჟურნალისტმა სწორედ ეს ჰკითხა, დაურეკა თუ არა მას იტალიელმა სპეციალისტმა და სკანდინავიელის პასუხმაც არ დააყოვნა:

„ყველა მე მირეკავს. თქვენც გინდათ ჩემი ნომერი, რომ ჩემთან დარეკვა შეძლოთ?“, - უთხრა იბრაჰიმოვიჩმა.

აქვე გეტყვით, რომ ზლატანს „ნაპოლის“ გარდა „ინტერსა“ და „ფიორენტინასაც“ უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109327