ფეხბურთი

17:24 | 22.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

92 წლის გულშემტკივარი „ატლეტიკის“ მატჩზე ურუგვაიდან ჩავიდა

92 წლის ხოსე ლუის იდალგო, ურუგვაიდან ბილბაოში ჩაფრინდა, რათა „ატლეტიკ“ – „ვალიადოლიდის“ მატჩს დასწრებოდა (0:0). ბასკი მამაკაცი 20 წლის ასაკში წავიდა ბილბაოდან ურუგვაიში ემიგრანტად. და, აი 72 წლის შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში, რათა „სან მამესზე“ საყვარელი გუნდის მატჩს დასრებოდა. - გვამცნობს El Desmarque.

„ეს შინ დაბრუნებას ჰგავს. თითქოს დედა, რომელიც დიდი ხნის წინათ დაკარგე, გელოდება და ნერვიულობს შენზე. და შენც ეხუტები. აქ მარტო ფეხბურთისთვის არ ჩამოვსულვარ. და გარდამეცვალა და უნდა დავმშვიდებოდი.

მაგრამ „სან მამესზე“ ყოფნამ ენით აუწერელი, დადებითი ემოციები მომანიჭა. ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ ხდება.“ - თქვა იდალგომ.

მატჩის სემდეგ „ატლეტიკის“ ფებუთელები შეხვდნენ ბერიკაცს. თავდამსხმელმა ენიაკი უილიამსი ჩაეხუტა იდალგოს და თაქვა, რომ ძალიან აღელვებულია ნანხით.

0.151284