ფეხბურთი

13:52 | 22.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ლეგანესმა“ პელეგრინო გაათავისუფლა

„ლეგანესმა“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, მთავარი მწვთნელის, მაურისიო პელეგრინოს გათავისუფლების შესახებ განაცხადა. 48 წლის არგენტინელ სპეციალისტთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა. გუნდი, ასევე, მისმა თანაშემწეებმაც დატოვეს.

უახლოეს დღეებში „ლეგანესს“ მეორე შემადგენლობის მწვრთნელები ჩაიბარებენ.

პელეგრინო „ლეგანესის“ დამრიგებელი შარშან გახდა და გუნდი პრიმერდან გავარდნას გადაარჩინა. მანამდე ის „ვალენსიას,“ „ესტუდიანტესს,“ „ინდეპენდიენტეს,“ „ალავესსა“ და „საუთჰემპტონს“ წვრთნიდა.

მიმდინარე სეზონში, პრიმერას 9 ტურის შემდეგ, 2 ქულით „ლეგანესი“ ბოლო ადგილზეა.

0.123789