სხვა

13:21 | 22.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

არჩილ მალაყმაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას ატაცში მიაღწია

ბუქარესტში მიმდინარე იუნიორთა და 23-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მონაგარი მეორე დღეს ერთი მედლით გაიზარდა.

ბუენოს აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანმა არჩილ მალაყმაძემ, რომელმაც ოლიმპიურ ფიცარნაგზე წარმატებას 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში მიაღწია, ამჯერად 73 კგ კატეგორიაში იასპარეზა. მალაყმაძემ საწყის დისციპლინაში - ატაცში 144 კილოგრამი დაძლია და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ახლოს იყო საპრიზო ადგილთან ორჭიდის ჯამშიც, მაგრამ მესამე ადგილის მოსაპოვებლად 1 კგ დააკლდა. შედეგად, 311 კილოგრამით მეოთხე ადგილი დაიკავა.

geonoc.org.ge

0.11616