ფეხბურთი

9:08 | 22.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ემერი: „არსენალი“ არ იმსახურებდა მარცხს“

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, პრემიელიგის მე-9 ტურის მატჩში „შეფილდ იუნაიტედთან“ წაგების შემდეგ (0:1), ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი გუნდი მარცხს არ იმსახურებდა.

„მარცხს არ ვიმსახურებდით. მეტოქეს მხოლოდ ერთი სახიფათო მომენტი ჰქონდა და ის გამოიყენა. თამაშის გამოსწორება გვმართებს, ასეთი გოლები რომ აღარ გავუშვათ. ჩვენ გატანის მეტი შესაძლებლობები გვქონდა, მაგრამ ვერ ვივარგეთ. მაინც, „არსენალი“ მეტს იმსახურებდა.

ცხადია, შედეგმა გული დაგვწყვიტა, მაგრამ აქედან გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ.“ - ციტირებს ემერის სიტყვებს Sky Sports.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114806