ფეხბურთი

23:59 | 21.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლევან შენგელიას თანაგუნდელმა წითელი ბარათი 20 წამში მიიღო (+VIDEO)

თურქეთის სუპერლიგის მორიგ ტურში ლევან შენგელიას "ქონიასფორმა" "მალათიასფორს" უმასპინძლა და უკვე მე-20 წამზე კაცნაკლული დარჩა.

რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, მასპინძელთა მეკარეს, სერქან კირინტილის 20 წამი დასჭირდა, რომ წითელი ბარათი მიეღო. თურმა მეკარემ ბურთი საჯარიმოს გარეთ ხელით დაიჭირა და მეტოქის თავდამსხმელს ცარიელ კარში გატანის საშუალება არ მისცა.

საინტერესოა, რომ თურქი უმალვე მიხვდა თავის გაუაზრებელ ქმედებას და მოედნის დატოვება მანამდე დაიწყო, სანამ მსაჯი წითელ ბარათს უჩვენებდა.

სხვათა შორის დანიშნული ჯარიმა სტუმრებმა გოლად აქციეს, შემდეგ მეორეც გაიტანეს და საბოლოოდ 2:0 მოიგეს.
ცნობისთვის, შენგელია ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 69 წუთი გაატარა.

0.117065