ფეხბურთი

16:32 | 21.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინიმ ევრო 2020-ზე ბუფონისა და დე როსის გამოძახება არ გამორიცხა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, ევრო 2020-ზე „იუვენტუსის“ 41 წლის მეკარის, ჯიჯი ბუფონისა და „ბოკა ხუნიორსის“ 36 წლის ნახევარმცველის, დანიელე დე როსის გამოძახება არ გამორიცხა. შეგახსენებთ, რომ „სკუადრა აძურამ“ ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება უკვე მოიპოვა.

„გვინდა იტალიის ნაკრები იმ პოზიციაზე დავაბრუნოთ, რომელსაც იმსახურებს. იტალიამ ოთხჯერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონობა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატი დიდი ხანია აღარ მოუგია. ამიტომ, ევრო 2020-ზე ბოლომდე გასვლას ვაპირებთ.

ბუფონისა და დე როსის გამოსთხოვარი შეხვედრები? ეს პრეზიდენტის იდეა იყო და დავეთანხმე. კარგი იქნებოდა მათთვის პატივი გვეცა. რაც შეეხება, გავაცილებთ თუ არა მათ ევროპის ჩემპიონატის დროს, ვნახოთ.“ - ციტირებს მანჩინის სიტყვებს Football Italia.

0.111244