ფეხბურთი

17:39 | 21.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰიონესი: „ზიულემ ევრო 2020 უნდა დაივიწყოს, სეზონი მისთვის დამთავრებულია“

მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, 2019-20 წლების სეზონში გუნდის მცველის, ნიკლას ზიულეს მინდორზე დაბრუნება გამორიცხა. ასევე, ჰიონესმა აღნიშნა, რომ ნიკლასი ვერც მომავალ ევროპის ჩემპიონატზე დაეხმარება ბუნდესნაკრებს. მას მარცხენა მუხლის ჯვარედინი მყესის დაზიანების დიაგნოზი დაუდგინეს.

„ზიულემ ევროპს ჩემპიონატი უნდა დაივიწყოს. ეს სეზონი მისთვის დამთავრებულია.“ - ციტირებს ჰიონესის სიტყვებს Daily Mail.

მიმდინარე სეზონში ზიულემ ბუნდესლიგის 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც ერთი ყვითელი ბარათი მიიღო.

0.141177