სხვა

14:51 | 21.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცხოვრებაძე სასტარტოში, კილის წინააღმდეგ (+VIDEO)

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში, გიორგი ცხოვრებაძემ მონპელიეს სასტარტო შვიდეულში დაიწყო მატჩი გერმანულ გრანდ კილთან. ეს იყო ტურის მთავარი შეხვედრა B ჯგუფის ლიდერობისთვის. კილმა 33-30 მოიგო.

გერმანიის 20-გზის ჩემპიონი კილი ლიგის სამგზის გამარჯვებულია (2007, 10, 12), მონპელიე - ევროპის 2017 წლის საკლუბო ჩემპიონი. გერმანულ კლუბს 7 ქულა ჰქონდა და მონპელიე გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილზე გადადიოდა. საქართველოს ნაკრების 18 წლის ხელბურთელმა ფრანგული კლუბის დამწყებ შემადგენლობაში მარჯვენა გარემარბის ადგილი დაიკავა, ხოლო მარჯვენა ინსაიდის პოზიციაზე თამაშობდა გუნდის კაპიტანი, ვალონტან პორტი, რომლის ერთ-ერთი გატანილი ბურთი ტურის საუკეთესო გოლად აღიარეს.

5 საუკეთესო გოლი: https://www.ehftv.com/int/video/top-5-goals-round-5/1762053

კილმა ტაიმი 17-16 მოიგო. მეორე ნახევრის შუაში მონპელიემ თითქოს გარდატეხა თამაში (25-22), მაგრამ ამის შემდეგ ზედიზედ გაუშვა 5 გოლი (25-27) და საბოლოოდ 30-33 დამარცხდა. მეექვსე ტურში, 2 ნოემბერს, მონპელიე პორტუს ესტუმრება.

მონპელიე-კილი: https://www.ehftv.com/int/video/motw-montpellier-hb-thw-kiel/1717944

A ჯგუფშიც ლიდერთა მატჩი იყო. ბარსელონამ შინ 36-32 დაამარცხა პსჟ და პირველ ადგილზე გადავიდა, ხოლო პარი სენ ჟერმენის ამ დამარცხების შემდეგ ლიგაში უდანაკარგო გუნდი აღარ დარჩა.

5 ტური კაცები. მიმოხილვა: https://www.ehftv.com/int/video/magazine-episode-5/1762067

ქალებმაც გამართეს ჯგუფური ეტაპის მესამე ტური, ამ კვირაში კი ორივე ტურნირზე დაასვენებაა. შეჯიბრება კაცთა სანაკრებო პაუზის შემდეგ, 30 ოქტომბერს განახლდება.

3 ტური. ქალები. მიმოხილვა. https://www.ehftv.com/int/video/magazine-episode-3/1762115

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2019-20, კაცები. ჯგუფური ეტაპი

ჯგუფური ეტაპის 5 ტური, 19-20 ოქტომბერი.

B ჯგუფი: კილი 9, ვესპრემი 6, მონპელიე 6, ვარდარი 6, კელცე 5, პორტუ 5, ბრესტი 2, ზაპოროჟიე 1

მონპელიე (საფ) - კილი (გერ) 30-33

მნპ: შეგო, პორტნერი, ბონფუა - დესკა 8, პორტი 7, ტრუხანოვიჩუსი 5, სიმონეტი 3, სუსი 3, ბოსი 2, აფგური 1, ვილმინო 1, ცხოვრებაძე, გრები, პეტერსონი, მ. მენგონი

კილ: ნ. ლანდინი, კენშტედტი - ლ. ნილსონი 11, პეკელერი 5, რაინკინდი 5, დუვნიაკი 4, ეკბერგი 4, ბილიკი 2, დამკე 2, ვინცეკი, ჰორაკი, კრისტიანსონი, მ. ლანდინი, რამელი, ზარაბეცი

ვესპრემი (უნგ) - ვარდარი (მკდ) 39-30

ლაუგე 8, ა. ნილსონი 6 - დიბიროვი 8

მეშკოვ-ბრესტი (ბლრ) - კელცე (პოლ) 27-31

პორტუ (პორ) - მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 35-35

A ჯგუფი: ბარსელონა 8, პსჟ 8, ოლბორგი 8, სეგედი 7, ფლენზბურგი 7, ცელიე 2, ელვერუმი 0, ზაგრები 0

ბარსელონა (ესპ) - პარი სენ ჟერმენი (საფ) 36-32

გომესი 8, მემი 6, არინიო 5 - ნ. კარაბატიჩი 8, სიპრჟაკი 5

ოლბორგი (დან) - ფლენზბურგი (გერ) 31-28

ცელიე (სლნ) - ელვერუმი (ნორ) 32-25

ზაგრები (ხორ) - სეგედი (უნგ) 21-26

A,B: თითო საუკეთესო გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები - მერვედფინალში

C ჯგუფი: ბიდასოა 9, სევეჰოფი 8, სპორტინგი 5, კოქსი 4, რაბოტნიკი 2, პრეშოვი 2

რიიჰიმიაენ კოქსი (ფინ) - სპორტინგი (პორ) 25-23

ბიდასოა ირუნი (ესპ)-- სევეჰოფი (შვდ) 39-23

ეუროფარმ რაბოტნიკი (მკდ) - ტატრან პრეშოვი (სლკ) 23-24

D ჯგუფი: დინამო ბუკურეშტი 8, GOG 8, ვისლა 5, შაფჰაუზენი 4, კრისტიანსტადი 3, ჩეხოვი 2

კრისტიანსტადი (შვდ) – ჩეხოვსკიე მედვედი (რუს) 36-28

GOG (დან) - შაფჰაუზენი (შვც) 35-30

ვისლა პლოცკი (პოლ) - დინამო ბუკურეშტი (რუმ) 26-26

C,D: ორ-ორი საუკეთესო გადის პლეიოფში და ითამაშებს მერვედფინალის 2 საგზურისთვის

5 ტური: 30 ოქტომბერი - 3 ნოემბერი

---

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2019-20, ქალები. პირველი ჯგუფური ეტაპი

მესამე ტური, 19-20 ოქტომბერი

A ჯგუფი: მეცი 5, კრიტიანსანდი 3, ფერენცვაროში 2, პოდრავკა 2

ფერენცვაროში (უნგ) - პოდრავკა ვეგეტა (ხორ) 37-31

კრისტიანსანდი (ნორ) - მეცი (საფ) 38-38

არნცენი 8, დალი 7, ლოკე 6 - ზაადი 13

B ჯგუფი: CSM ბუკურეშტი 5, ესბიერგი 4, როსტოვი 3, ლიუბლინი 0

ესბიერგი (დან) - როსტოვი (რუს) 31-26

პოლმანი 8 - მაკეევა, მანაგაროვა 5

ბუკურეშტი (რუმ) ლიუბლინი (პოლ) 35-19

C ჯგუფი: ბრესტ-ბრეტონი 6, ბუდუჩნოსტი 4, რამნიკუ ვალჩეა (რუმ) 2, ბიტიგჰაიმი (გერ) 0

ბიტიგჰაიმი (საფ) - ბრესტ-ბრეტონი (საფ) 32-35

ბუდუჩნოსტი (მნტ) - რამნიკუ ვალჩეა (რუმ) 23-19

რადიჩევიჩი 13 - ნორგორი 4

D ჯგუფი: დიორი 6, ბანიკ მოსტი 3, კრიმ მერკატორი 2, სევეჰოფი 1

კრიმ მერკატორი (სლნ) - დიორი (უნგ) 21-33

ბანიკ მოსტი (ჩეხ) - სევეჰოფი (შვდ) 25-25

4 ტური 1-3 ნოემბერს

მეორე ეტაპზე გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.155631