სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ისტორია

9:49 | 21.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

21 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

1933- დაიბადა ფრანსისკო (პაკო) ხენტო. ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების (1955-69), სანტანდერის“რასინგის” (1952-53), მადრიდის “რეალის” (1953-71) მარცხენა გარემარბი. 1956, 1957, 1958, 1959, 1960 და1966 წლებში მოიპოვა ჩემპიონთა თასი. სულ ითამაშა 9 საევროთასო ფინალში. ევროთასებზე ჩაატარა 89 მატჩი, გაიტანა 39 გოლი. 1960 წელს დაეუფლა საკონტინენტთაშორისო თასს. ესპანეთის 12-გზის (1954, 1955, 1957, 1958, 1961, 1962, 1963, 1964, 1965, 1967, 1968, 1969) ჩემპიონი. 1962 და 1970 წლებში დაეუფლაესპანეთის თასს. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 43 მატჩი, გაიტანა 5 გოლი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1871- აშშ-ის ქალაქ ნიუ იორკში მოყვარულ ათლეტთა პირველი თამაშები ჩატარდა.

1964- ლეგენდარულმა ეთიოპიელმა სტაიერმა აბებე ბიკილამ მარათონულ გარბენში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2:12.11).

1979- ნიუ იორკის მეათე მარათონული გარბენი მამაკაცთა შორის ამერიკელმა ბილ როჯერსმა მოიგო (2:11.42).

1979- ნიუ იორკის მეცხრე მარათონული გარბენი ქალთა შორის ნორვეგიელმა გრეტა ვაიცმა მოიგო (2:27.33).

1981- თასების მფლობელთა თასის გათამაშების მოქმედმა გამარჯვებულმა თბილისისდინამომამტურნირის მერვედფინალის პირველ მატჩში, კუნძულ კორსიკაზე, ადგილობრივბასტიასთან” 1:1 ითამაშა. ანგარიში ვლადიმერ გუცაევმა გახსნა, მეორე ტაიმში კი მასპინძლებმა საყაიმო შედეგს მიაღწიეს. “დინამო”: გაბელია, ხიზანიშვილი, ხინჩაგაშვილი, მუჯირი, დარასელია, სვანაძე, სულაქველიძე, გუცაევი(თავაძე), კაკილაშვილი, შენგელია. გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.

1984- ლონდონის “არსენალი” პირველი ბრიტანული გუნდი გახდა, რომლის სტადიონზეც ვიდეო-ტაბლო დაამონტაჟეს. ეს “სანდერლენდთან” მატჩისას მოხდა, თამაში კი “ჰაიბერელებმა” 3:2 მოიგეს.

1984- სტივ ჯოუნსმა ჩიკაგოს მარათონული გარბენი მსოფლიოს რეკორდით მოიგო (2:08.05).

1984- ფორმულა1-ის ლეგენდარული ავსტრიელი პილოტი, ნიკი ლაუდა მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

1988- ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბმა “ბოსტონ სელტიკსმა” იუგოსლავიის ნაკრებს 113:85 სძლია. მატჩი მადრიდში ჩატარდა.

1989- ბეტრამ ლი და პიტერ ბენოე პირველი შავკანიანი ადამიანები იყვნენ, რომლებიც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბის მეპატრონეები გახდნენ. მათ NBA-ში კოლორადოს შტატის წარმომადგენელი “დენვერ ნაგითსი” შეიძინეს.

1993- მოჭადრაკე მამაკაცთა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის გამართულ მატჩში რუსეთის სახელით მოასპარეზე გარი კასპაროვმა, ინგლისელი დიდოსტატი ნაიჯელ შორტი დაამარცხა.

1995- წარსულში ცნობილი ჰოკეისტი მარიო ტრამბლე “მონრეალ კანადიენსის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ტრამბლე ჰოკეის ეროვნული ლიგის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის რიგით 22-ე დამრიგებელი გახდა.

2003- ჩემპიონთა ლიგის მატჩში მოსკოვში “ლოკომოტივმა” მილანის “ინტერს” 3:0 მოუგო. ერთი გოლი მიხეილ აშვეთიას ანგარიშზეა.

2004- “დენვერ ნაგითსის” კალათბურთელი კარმელო ენტონი მარიხუანას მოხმარებში ამხილეს და სასამართლომ ფულადი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

2008- ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის 8 შეხვედრაში 36 გოლი გავიდა, რაც ამ ტურნირის ერთი დღის ყველაზე მაღალი შედეგიანობაა. ამავე დღეს “ვილიარეალმა” “ოლბორგს” ასპარეზობის დასკვნით 23 წუთში 4 გოლი გაუტანა, მათ შორის შეცვლაზე შესულმა ხოსება ლორენტემ ჰეთ-თრიკი შეასრულა. ესპანელებმა კი დანიელები 6:3 დაამარცხეს.

2012- იტალიური "რომას" ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი სერია A-ს ისტორიაში საუკეთესო მეგოლეთა შორის მე-3 ადგილზე გადავიდა.მას შემდეგ, რაც იტალიის ჩემპიონატის მე-8 ტურში, ტოტიმ "ჯენოას" კარი აიღო, მას სერია A-ში 217 გოლი დაუგროვდა, რაც მე-3 შედეგია. აქამდე, მეოთხე-მეექვსე ადგილებს, იგი ჯუზეპე მეაცასთან და ჟოზე ალტაფინისთან იყოფდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1933- ფრანსისკო (პაკო) ხენტო. ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების (1955-69), სანტანდერის “რასინგის” (1952-53), მადრიდის “რეალის” (1953-71) მარცხენა გარემარბი. 1956, 1957, 1958, 1959, 1960 და 1966 წლებში მოიპოვა ჩემპიონთა თასი. სულ ითამაშა 9 საევროთასო ფინალში. ევროთასებზე ჩაატარა 89 მატჩი, გაიტანა 39 გოლი. 1960 წელს დაეუფლა საკონტინენტთაშორისო თასს. ესპანეთის 12-გზის (1954, 1955, 1957, 1958, 1961, 1962, 1963, 1964, 1965, 1967, 1968, 1969) ჩემპიონი. 1962 და 1970 წლებში დაეუფლა ესპანეთის თასს. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 43 მატჩი, გაიტანა 5 გოლი.

1940- ოსამუ ვატანაბე. იაპონელი მოკრივე. უმჩატეს წონით კატეგორიაში 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1948- იოჰან ბოსკამპი. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და თბილისისდინამოსყოფილიმწვრთნელი (1999-2000). 1964-68 და 1970-74 წლებში თამაშობდა როტერდამისფეიენოორდში”. 1968-1970 წლებში გამოდიოდაჰოლანდსპორტში”. 1974-82 წლებში ასპარეზობდა ბელგიურმოლენბეკში”, ხოლოშემდეგლიერსში” (1982-84). 1975 წელს აღიარეს ბელგიის პირველ საუკეთესო უცხოელ ფეხბურთელად. წვრთნიდალიერსს”, “ბევერენს”, “კორტრიკს”, “ანდერლეხტსა”, “გენკს”, “ალ ვესლ სპორტს ქლაბს”, “კაზმა სპორტინგ ქლაბს”, “სტოკ სიტის”, “სტანდარდ ლიეჟს”. 2007 წლიდან ბელგიურდენდერსჩაუდგასათავეში. ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა ორი მატჩი. არგენტინის 1978 წლის მსოფლიოსჩემპიონატის მონაწილე.

1964- ზაურ ხაპოვი. თბილისისდინამოსგოლკიპერი 1989-90 წლებში. 1990 წელს მოიპოვა საქართველოსჩემპიონის ტიტული. ხაპოვი პირველი უცხოელია, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატშიგაიმარჯვა. “დინამოსგარდა გამოდიოდა ნალჩიკისსპარტაკში”, როსტოვის სკა-ში, მოსკოვისსპარტაკში”, იაროსლავლისშინიკში” (გუნდში იაროსლაველთა იმდროინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, დავით ყიფიანმა მიიწვია), ვლადიკავკაზისსპარტაკ-ალანიასადა მოსკოვისლოკომოტივში”. ზაურხაპოვი არის რუსეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი. რუსეთის ნაკრებში ჩატარებული აქვს ორი მატჩი.

1965- ანდონი გოიკოეჩეა (იონ ანდონი გოიკოეჩეა ლასა). ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების, “ოსასუნას”, “ბარსელონას” (1988-94), “სოსიედადის”, ბილბაოს “ატლეტიკის” ნახევარმცველი-ფორვარდი. 1992 წელს მოიპოვა ჩემპიონთა თასი. ესპანეთის 4-გზის ჩემპიონი (1991-94). ევროპის (1992) და ესპანეთის (1991, 1992) სუპერთასების მფლობელი. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 36 მატჩი, გაიტანა 4 გოლი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ტურნირზე გაიტანა 2 გოლი.

1981- დავით სირაძე. საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრებისა და ნალჩიკისსპარტაკისთავდამსხმელი. გამოდიოდა ასევე თბილისისდინამოსადალოკომოტივში”, გერმანულ ბერლინისუნიონში”, “აუეში”, “ტრირშიდაპადერბორნში”. საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 28 მატჩში, გაიტანა 8 გოლი.

1981- ნემანია ვიდიჩი. სერბიის საფეხბურთო ნაკრების, ბელგრადის “ცრვენა ზვეზდას”, მოსკოვის “სპარტაკის”, “მანჩესტერ იუნაიტედის”, “ინტერის” ცენტრალური მცველი. 2008 წელს მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი და გახდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი. 2002 წელს მოიპოვა იუგოსლავიის თასი. 2004 წელს გახდა სერბიის ჩემპიონი და დაეუფლა ქვეყნის თასს. 2007, 2008, 2009, 2011, 2013 წლებში გახდა ინგლისის ჩემპიონი. მოპოვებული აქვს ინგლისის ლიგის თასი და ქვეყნის სუპერთასი. 2005 წელს დაასახელეს სერბიის საუკეთესო ფეხბურთელად. 2008-09 სეზონის ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელი. სერბიის ნაკრებში ჩაატარა 56 მატჩი, გაიტანა 2 გოლი.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.113202
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X