სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

2:42 | 21.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" წინ მიიწევს, "მილანი" - უკან
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

იტალიის სერია A-ში მერვე ტურის შემდეგ ლიდერთა შორის ერთქულიანი სხვაობა შენარჩუნდა. „იუვენტუსს“ გამარჯვებით უპასუხა მილანის „ინტერმა“, რომელიც რეჯიო ემილიაში „სასუოლოს“ ესტუმრა და 3 ქულა მოიპოვა.

ანტონიო კონტეს გუნდს ადვილი ბრძოლა თავს არ გადახდენია, მაგრამ თამაშს ისეთი სცენარი ჰქონდა, წესით ბოლოსკენ არ უნდა ენერვიულა. უკვე მეორე წუთზე ლაუტარო მარტინესმა ტექნიკური დარტყმით გახსნა ანგარიში, რასაც მალევე დომენიკო ბერარდიმ უპასუხა. პირველი ტაიმის მიწურული კი, რომელუ ლუკაკუს გამოდგა. ბელგიელმა ჯერ საჯარიმოში დიდებულად ითამაშა და მეტოქის კარი დალაშქრა, ხოლო შემდეგ ლაუტაროს გამომუშავებული პენალტი აქცია გოლად. მეორე ნახევარში „ნერაძურიმ“ კიდევ ერთხელ მიიღო პენალტის დარტყმის უფლება და ამჯერად ბურთთან ლაუტარო მივიდა, რომელმაც ანგარიში 4:1 გახადა. როგორც ჩანს, ლაუტარო და ლუკაკუ მონაცვლეობით ასრულებენ პენალტებს, რადგან ბოლო სამი თერთმეტმეტრიანიდან არგენტინელმა ორჯერ გაიტანა, შუალედში ლუკაკუმ. „მაპეი სთედიუმზე“ კი ბოლო 15 წუთში ვითარება დაიძაბა, „ინტერი“ მოდუნდა და „სასუოლომ“ ჯურიჩიჩისა და ჟერემი ბოგას გოლებით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ რობერტო დე ძერბის გუნდმა მეტი ვეღარ გაახერხა. შედეგად, „ინტერმა“ 21 ქულა დააგროვა და „იუვენტუსს“ კვლავინდებურად 1 ქულით ჩამორჩება.

ამასობაში „მილანი“ ქულების განიავებას განაგრძობს, „როსონერის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი სტეფანო პიოლის ჰქონდა, რომელიც იმავდროულად იუბილეს აღნიშნავდა, მაგრამ შეგირდებმა სათანადო საჩუქარი ვერ გაუკეთეს. მილანელთა რიგებში ჰაკან ჩალჰანოღლუ იყო საუკეთესო, რომელიც მართლაც გამოირჩეოდა და პირველ ტაიმში ანგარიში ულამაზესი გოლით გახსნა. შემდეგ იყო ხუმა ბაბაკარის პენალტი, რომელიც ჯანლუიჯი დონარუმამ მოიგერია, თუმცა დამატებაზე სენეგალელმა მაინც იხეირა. ლომბარდიული გრანდი ისევ ჩალჰანოღლუს აქტივობით დაწინაურდა. თურქმა საგოლე პასი კშიშტოფ პიონტეკს გაუტანა და „მილანი“ წინ გავიდა. ეს 81-ე წუთზე მოხდა, მაგრამ პიოლის გუნდმა გამარჯვება მაინც ვერ შეძლო, რადგან ბოლო წუთზე კალდერონმა გაისროლა და მიმდინარე სეზონში როგორც „ლეჩემ“, ისე „მილანმა“ პირველად ითამაშეს ფრე. სხვათა შორის, „როსონერის“ 8 ტურში 10 ქულა აქვს, ბოლოს სეზონის ხსენებული ეტაპისთვის „მილანს“ მსგავსი ცუდი შედეგი 2012-2013 წლების სეზონში ჰქონდა. მაშინ, მილანელებმა საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვეს და ვნახოთ, ახლა თუ გამოასწორებენ მდგომარეობას.

გენუის „სამპდორიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე კლაუდიო რანიერის დებიუტი „რომასთან“ შედგა. თუმცა, ლიგურიელებს ამანაც ვერ უშველა და მიუხედავად იმისა, რომ „ჯალოროსისთან“ უქულოდ არ დარჩენილა (0:0) ბოლო ადგილს ჯერჯერობით თავი ვერ დააღწია.

„სამპდორიას“ დარად საშინელ მდგომარეობაშია მეორე გენუური გუნდი „ჯენოა“, რომელიც 5 ქულით მე-19 საფეხურზეა. ლიგურიელები ამჯერად „პარმასთან“ შერცხნენ და 1:5 განადგურდნენ. თავის მხრივ, „პარმეზანელებმა“ სერია A-ს ერთ მატჩში 5 გოლი 2005 წლის მაისის შემდეგ პირველად გაიტანეს („პარმა“ – „ლივორნო“ 6:4).

მას შემდეგ, რაც გამარჯვებისთვის გუნდებს 3 ქულა ეწერებათ, „კალიარის“ საუკეთესო სტარტი აქვს! როლანდო მარანის გუნდმა „სპალი“ ადვილად დაამარცხდა და რვა ტურის შემდეგ 14 ქულით არც მეტი, არც ნაკლები მე-5 ადგილზეა, რაზეც სეზონის წინ სარდინიელები ალბათ ვერც იოცნებებდნენ. „უდინეზემ“ კი „ტორინო“ სტეფანო ოკაკას გოლით დაამარცხა. სხვათა შორის, უდინელებს 8 მატჩში მხოლოდ 4 გოლი აქვთ გატანილი, მაგრამ სამაგიეროდ 6 გაუშვეს, რაც მთელ ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია. „ინტერსა“ და „იუვენტუსსაც“ კი, უფრო მეტი (7-7) გოლი აქვთ მიღებული.

სერია A-ს მერვე ტური ორშაბათს, „სტადიო მარიო რიგამონტიზე“, „ბრეშა“ – „ფიორენტინას“ დაპირისპირებით დასრულდება.

„სასუოლო“ – „ინტერი“ 3:4 (1:3)

გოლები: 0:1 ლაუტარო (2), 1:1 ბერარდი (16), 1:2 ლუკაკუ (38), 1:3 ლუკაკუ (45, პენ), 1:4 ლაუტარო (71, პენ), 2:4 ჯურიჩიჩი (74), 3:4 ბოგა (81)

„კალიარი“ – „სპალი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ნაინგოლანი (9), 2:0 ფარაგო (67)

„სამპდორია“ – „რომა“ 0:0 (0:0)

„უდინეზე“ – „ტორინო“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ოკაკა (42)

„პარმა“ – „ჯენოა“ 5:1 (3:0)

გოლები: 1:0 კუცკა (38), 2:0 კორნელიუსი (42), 3:0 კორნელიუსი (45), 4:0 კორნელიუსი (50), 4:1 პინამონტი (52), 5:1 კულუსევსკი (79)

„მილანი“ – „ლეჩე“ 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 ჩალჰანოღლუ (20), 1:1 ბაბაკარი (62), 2:1 პიონტეკი (81), 2:2 კალდერონი (90)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.286679
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X