ფეხბურთი

15:16 | 20.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

კავანი MLS-ში სათამაშოდ არ გადავა

ურუგვაის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ "ინტერ მაიამის" ტრანსფერზე უარი განუცხადა. აღნიშნული ინფორმაცია L`Equipe გაავრცელა. როგორც ევროპული მედია იუწყებოდა, სამხრეთამერიკეოის დამატება დევიდ ბექჰემს სურდა, რომელიც ამერიკული კლუბის ერთ-ერთი მეწილეა.

კავანი პსჟ-სთან კონტრაქტი 2020 წლის ივლისში ეწურება და ჯერჯერობით კლუბთან ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარეკაბა არ დაწყებულა. "ინტერ მაიამი" კი MLS-ში მონაწილეობას მომდევნო წლიდან იწყებს. ედინსონის დამატება მადრიდის "ატლეტიკოს" და მის ყოფილ კლუბ "ნაპოლის" სურთ. მიმდინარე სეზონში ურუგვაელმა ოთხი მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113215