ფეხბურთი

13:42 | 20.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკიმ ობამეიანგის რეკორდი გაიმეორა

პოლონეთის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში პიერ-ემერიკ ობამეიანგის დამყარებული რეკორდი გაიმეორა. პოლონელმა გერმნიის ჩემპიონატის მე-8 ტურში "აუგსბურგს" გოლი გაუტანა და ბუნდესლიგაში ზედიზედ მერვე მატჩში შეძლო თავის გამოჩენა. ასეთი შედეგი პირველად გაბონელმა ფეხბურთელმა დააფიქსირა.

მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე ჯამში 12 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა. რობერტმა სეზონის სტარტზე "დორტმუნდს" გერმანიის სუპერთასის მატჩში ვერ გაუტანა, მას შემდეგ კი 11 შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა.

სტატისტიკა
0.264105