ფეხბურთი

12:10 | 20.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

კურტუა "მალიორკასთან" წაგებაზე: "სირცხვილია"

ბელგიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" მეკარემ ტიბო კურტუამ "მალიორკასთან" ლა ლიგის მე-9 ტურის მატჩის წაგების შემდეგ განაცხადა, რომ "სამეფო კლუბს" მომენტები ჰქონდა და მატჩი აუცილებლად უნდა მოეგო.

"მწვრთნელმა გვითხრა, რომ მეტოქე კარგად დაგვიდგებოდა და წინასწარ მზად ვიყავით. მომენტები გვქონდა, მაგრამ შედეგიანად ვერ ვასრულებდით. მათ მომენტები საერთოდ არ ჰქონიათ. ვფიქრობ აქ წაგება სირცხვილია, ჩვენ უნდა მოგვეგო." - ციტირებს კურტუას სიტყვებს Marca.

მიმდინარე სეზონში მადრიდის "რეალმა" პირველად წააგო. "რეალს" ცხრა ტურში 18 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, პირველ პოზიციაზე კი "ბარსელონა" გადავიდა 19 ქულით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110565