კალათბურთი

23:20 | 19.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ცხუმ-აფხაზეთმა" სუპერლიგა "კაკტუსის" ძლევით გახსნა

სუპერლიგის მეორე ტურის რიგით მეორე მატჩში საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში “ცხუმ-აფხაზეთმა” “კაკტუსი” დაამარცხა. მოქმედმა ჩემპიონმა “დელტამ”, რომელიც ამ სეზონში “ცხუმ-აფხაზეთის” სახელით გამოდის, დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა. ზვიად ანთაძის გაწვრთნილმა გუნდმა მებრძოლ და შეუპოვარ “კაკტუსს” 71:67 მოუგო. შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა, როცა დასკვნით ეპიზოდში შედეგიანად ითამაშეს ცხუმ-აფხაზეთელებმა და სუპელრიგა გამარჯვებით დაიწყეს.

“ცხუმ-აფხაზეთმა” პირველი ტურის დღეს სუპერსათასო მატჩი გამართა “ტიტებთან”, რომელსაც დაძაბულ ბრძოლაში სძლია და სეზონის პირველ ტიტულს დაეპატრონა. ზვიად ანთაძის გუნდმა ასევე დამაჯერებლად ჩაატარა სუპერლიგის პოირველი ტურის შეხვედრა, რომლის მე-3 პერიოდშიც 13 ქულით იგებდა, თუმცა ბოლო წუთებზე ვითარება მაინც დაიძაბა. ბრაიან უილიამსის ზუსტი სროლის შემდეგ კაკტუსელებმა საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე ჩამორჩენა მინიმუმამდე – 62:63 შეამცირეს.

გადამწყვეტ მომენტში მეტი შედეგიანობით ითამაშეს ცხუმ-აფხაზეთელებმა, რაშიც მათ კაკტუსელი უილიამსის მიჯრით ორჯერ დაკარგული ბურთიც დაეხმარათ.

გამარჯვებულთაგან 15 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ობრი მაკალპინი. 13 ქულა გიორგი შარაბიძის ანგარიშზეა. “კაკტუსში” 21 ქულით ბომბარდირი გახდა ზორან მილიტიევიჩი, ბრაიან უილიამსის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა.

ცხუმ-აფხაზეთი – კაკტუსი
სტატისტიკა: 71:67

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110335