ფეხბურთი

12:51 | 19.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესის "ბარსელონაში" სამუდამოდ დარჩენა არ უნდა

ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ „ბარსელონასთან“ სამუდამო, უვადო კონტრაქტის გაფორმება არ სურს. არგენტინელის თქმით, მზადაა კარიერა კატალონურ გრანდში დაასრულოს, მაგრამ თუ თავს კომფორტულად ვერ იგრძნობს, წასასვლელად მზადაა.

„სამუდამო კონტრაქტი? ამაზე ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ, როგორც ეს იყო ინიესტას ან სხვების შემთხვევაში. მე არ მინდა უვადო კონტრაქტი, რადგან არ ვიცი, როდემდე დავრჩები. არ მინდა დარჩენა თუ კარგად არ ვიქნები. მინდა კონკურენტუნარიანი ვიყო, სანამ თავს კარგად ვიგრძნობ, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, მთელი კარიერა აქ დავრჩებოდი.

ნეიმარი? ძნელია, პირველ რიგში პარიზის დატოვება რთულია, გუნდში არიან წევრები, რომლეთაც არ სურდათ მისი დაბრუნება. სპორტული თვალსაზრისით ნეიმარი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოა, მაგრამ მეორე მხარეც არსებობს.

რონალდუ? კარგი იყო, როდესაც ლა ლიგაში თამაშობდა. „ელ კლასიკო“ უფრო განსაკუთრებული გახლდათ, მეტ მნიშვნელობას მატებდა“, - თქვა მესიმ.