კალათბურთი

17:20 | 18.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

დენგმა კარიერა დაასრულა

34 წლის ასაკში წარმოშობით სუდანელმა კალათბურთელმა ლოულ დენგმა კარიერა დაასრულა, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

2004 წელს დრაფტზე დენგი მეშვიდე ნომრად "ფინიქსმა" აირჩია. თუმცა ფინიქსელებმა აფრიკელი "ჩიკაგოში" გაუშვეს, სადაც 10 სეზონი და კარიერის საუკეთესო წლები გაატარა.

ლოულს ასევე "კლივლენდში", "მაიმში", "ლეიკერსში", და "მინესოტაში" უთამაშია. დენგმა ორჯერ ყველა ვარსკვლავის მატჩში ორჯერ მიიღო მონაწილეობა.

დენგი კარიერის მანძილზე საშუალოდ ერთ შეხვედრაში 14.8 ქულას, 6.1 მოხსნა, 2.3 პასს და 1 ჩაჭრას აგროვებდა.

თეგებილოულ დენგი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116322