კალათბურთი

15:16 | 18.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიურ სასახლეში 18-წლამდელთა 3×3 საკალათბურთო ტურნირის მორიგი ეტაპი გაიმართა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა 18-წლამდელთა მორიგი ტურნირი 3X3 კალათბურთში. ტურნირში მონაწილეობდა 8 გუნდი, რომლებიც ამ ასაკის წამყვანმა 3×3 კალათბურთელებმა შეადგინეს. მათ მაყურებელს საკმაოდ სანახაობრივი მატჩები შესთავაზეს.

გუნდები 2 ჯგუფში განაწილდნენ, საიდანაც ნახევარფინალის საგზური 2-2-მა საუკეთესომ მოიპოვა, მათგან კი ფინალში გუნდი Easy Money და Thunder გავიდნენ. გამარჯვება, წინა ტურნირის მსგავსად, Easy Money-ის ერგო. გუნდმა, რომლის ღირსებასაც ნიკა ნიკოლაიშვილი, გურამ მოლოდინი და ნიკა გურგენიძე იცავდნენ, ფინალში მოწინააღმდეგე გუნდი 17:12 დაამარცხა და დაწესებული საპრიზო ფონდიდან 400 ლარი მოიგო. მეორეადგილოსან Thunder-ს კი 200 ლარი ერგო.

ფინალისტ გუნდებს შესაბამისი საპრიზო თანხის ვაუჩერები კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3×3 კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ გადასცა.

gbf.ge

0.10877