სხვა

11:20 | 18.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარათონის ტოკიოდან საპოროში გადატანა იგეგმება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ცნობით, 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მარათონის და სპორტული სიარულის ასპარეზობათა ტოკიოდან საპოროში გადატანა იგეგმება.

IOC-ის განმარტებით, შეჯიბრებების ყველაზე ჩრდილოეთ პრეფექტურაში, ჰოკაიდოში გადატანით, უფრო ხელსაყრელი პირობები შეექმნებათ ათლეტებს. საუბარია კონკრეტული ასპარეზობების 1972 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქ საპოროში გადატანაზე, რომელიც ტოკიოდან სამხრეთით 800 კილომეტრითაა დაშორებული და იაპონიის დედაქალაქთან შედარებით ჰაერის ტემპერატურა 5-6 გრადუსით ნაკლებია.

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებით, მათი მოვალეობა და პრიორიტეტია სპორტსმენთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

IOC-ის სამედიცინო და სამეცნიერო ჯგუფისა და ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის რეკომენდაციებით დადგინდა:

- 5 ათასს და უფრო მეტ მანძილებზე რბენის დილის ნაცვლად საღამოს სესიებზე ჩატარება;

- მორაგბეთა ასპარეზობების დღის 12 საათამდე დასრულება;

- მაუნთინბაიკის ასპარეზობების დაწყება არანაკლებ 15 საათამდე.

აღნიშნულია, რომ შესაბამისი ზომების მიღება განპირობებულია ათლეტთა უსაფრთხოებაზე ზრუნვით, რომელთა ჯანმრთელობაზეც შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ტოკიოს გაუსაძლისმა სიცხემ.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დაგიგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა მსოფლიო მძლეოსნობა (აქამდე ცნობილი როგორც მძლეოსნობის ფედერაციათა საერთაშორისო ასოციაცია -IAAF) და მისი პრეზიდენტი სებასტიან კოე, რომელმაც მხარი დაუჭირა ინიციატივას.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119044