თამაშგარე

10:58 | 18.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუზე შეყვარებული ეკვადორელი ასული

იდგა ჩვენი წელთაღრიცხვით 2018 წელი. ეკვადორის საუკეთესო ასულნი გადი-გამოდიოდნენ კომპეტენტური, მაგრამ მკაცრი ჟიურის წინაშე და ყოველმხრივ ცდილობდნენ მათთვის თავის და სხვა რამე-რუმეების მოწონებას. თუმცა, მრავალთაგან იმარჯვა მხოლოდ ერთმა, რომელსაც მშობლებმა მისმა უწოდეს ნორმა და გვარი მისი არს ტეჯადა.


მას შემდეგ, რაც მშვენიერი ნორმა ტეჯადა “მის ეკვადორის“ ტიტულს დაეუფლა, ცხადია ამ გოგონასადმი ცხოველი დაინტერესება გაიზარდა და სრულიად ლათინური ამერიკის ბიჭ-ბუჭობამ ჭყიტა თვალები. არადა როგორ გინდა მშვიდად იყო, როდესაც ეკვადორის დედაქალაქ კიტოში ცხოვრობ და ასეთი დიდებული ასულის მხილველი ხარ?!...


თუმცა მშვნიერი ნორმას ფიქრნი სულ სხვა მამრს დასტრიალებს და ბევრი სხვა ასულის დარად, ამ გოგოსაც კრიშტიანუ რონალდუ შეჰყვარებია. ბულვარული პრესის მოკალმეებთან გულდათუთქვით საუბრისას ნორმა ტეჯედას უთქვამს, რომ მისი ოცნებაა კრიშტიანუს გაცნობა. ხოლო ამ გაცნობას რაც შეიძლება მოჰყვეს, იმაზე კი აღარაფერი უთქვამს. ზოგჯერ ყველაფერი ისედაც გასაგებია...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11953