ფეხბურთი

23:35 | 17.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბაუმგარტლინგერმა "ლევერკუზენთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

ავსტრიის ეროვნული ნაკრების მცველმა იულიან ბაუმგარტლინგერმა "ლევერკუზენთან" ახალი 3+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ბაუმგარტლინგერი "ფარმაცევტებმა" 2016 წელს "მაინციდან" დაიმატა. მას შემდეგ იულიანმა "ბაიერის" მაისურით 90 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. იულიანი ეროვნულ ნაკრებში 2009 წლიდან ასპარეზობს და 71 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110776