ფეხბურთი

22:15 | 17.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინომ ზამთარში ტრანსფერები გამორიცხა

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ფეხბურთელების გაშვებას და დამატებას არ აპირებს, რადგან მოთამაშეებს ენდობა.

"მჯერა ჩემი ფეხბურთელების. ვცემ პატივს იმ ადამიანების მოსაზრებებს, რომლებსაც ცვლილებები სურთ, მაგრამ ვაპირებ ეს შემადგენლობა შევინარჩუნო, რადგან მათი სათამაშო ხარისხის მჯერა." - განაცხადა პოჩეტინომ.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში "ტოტენჰემმა" რვა მატჩი ჩაატარა და 11 ქულა აქვს. ლონდონელებმა სამი მატჩი მოიგეს და ორ შეხვედრაში ფრე დააფიქსირეს. ასევე, ჩემპიონთა ლიგაზე "მამლებმა" "ოლიმპიაკოსთან" 2:2 ითამაშეს, ხოლო "ბაიერნთან" 2:7 წააგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112636