ფეხბურთი

17:52 | 17.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

შერჩევა-გადამზადების პროცესი გრძელდება სტიუარდების შერჩევა-გადამზადების პროცესი გრძელდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სტიუარდების შერჩევა-გადამზადების პროცესს აგრძელებს. კურსები ითვალისწინებს შესაბამის სასწავლო პროგრამას, რომელიც შედგება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან.

კანდიდატთა შერჩევა გასაუბრების საფუძველზე მოხდება. გასაუბრებაზე დასწრების მსურველებმა უნდა გადმოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: stewarding@gff.ge. განაცხადთა მიღება იწარმოებს 31 ოქტომბრის ჩათვლით.

სტიუარდთა გადამზადების კურსზე შერჩეულ პირებს, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი და მომავალში მიეცემათ საშუალება აქტიურად ჩაერთონ საფეხბურთო ცხოვრებაში.

gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106349