ფეხბურთი

16:47 | 17.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერი“ უახლოეს ნახევარ წელიწადში ექვს ფეხბურთელს შეიძენს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ დაადგინა, რამდენ ფეხბურთელს შეიძენს ორი უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს - წერს Daily Mail.

გამოცემის ინფორმაციით, „მანჩესტერი“ ნახევარი წლის განმავლობაში ექვს მოთამაშეს შეიძენს თავდამსხმელის, ცენტრალური ნახევარმცველის, ასევე ცენტრალური და ფრთის მცველების პოზიციებზე.

თავდამსხმელის პოზიციაზე „ლიონის“ მუსა დემბელესა და „იუვენტუსის“ მარიო მანჯუკიჩის კანდიდატურებს განიხილავენ. შუა ხაზის ცენტრში კი „ლესტერის“ ჯეიმს მედისონს.

0.12463