ფეხბურთი

17:14 | 17.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

„დორტმუნდმა“ გერეიროს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

დორტმუნდის „ბორუსიამ“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მცველ რაფაელ გერეიროსთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ დაწერა. 25 წლის პორტუგალიელთან ახალი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

„ბორუსია“ შესანიშნავი კლუბია. მე და ჩემი ოჯახი უკვე სამი წელიწადია აქ ვართ და თავს ერთობ კომფორტულად ვგრძნობთ. ყველაფერს გავაკეთებ, რათა გუნდს მიზნების მიღწევაში დავეხმარო.“ - განაცხადა გერეირომ.

გერეირო „დორტმუნდში“ 2016 წლიდან თამაშობს. მანამდე კი ფრანგული „კანისა“ და „ლორიანის“ ღირსებას იცავდა. 2014 წლიდან მას პორტუგალიის ნაკრებში იძახებენ, რომელთან ერთადაც 2016 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.

0.12053