ფეხბურთი

13:23 | 17.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი: „ლივერპულთან“ თამაში გახსნილი იქნება და ეს ჩვენც გვაწყობს“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ულე-გუნარ სულშერმა, ჟურნალისტებს „ლივერპულთან“ მატჩის წინ, თავისი აზრი გაუზიარა.

„ლივერპულთან“ შეხვედრა? ეს ბევრი კომპონენტისაგან შემდგარი დაპირისპირება იქნება. ვფიქრობ, ჩვენი ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად მზად იქნებიან. გულშემატკივრებიც დაგვეხმარებიან. დიახ, „ლივერპული“ შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ „მანჩესტერსაც“ ჰყავს კარგი მოთამაშეები.

ეს გამოწვევა უნდა მივიღოთ. სწორედ ამიტომ აფორმებენ ჩვენთან კონტრაქტებს ფეხბურთელები. ასეთ შეხვედრებში შეიძლება საკუთარი ოსტატობის შემოწმება.

არ მგონია „ლივერპულმა“ „ავტობუსი ჩააყენოს.“ გახსნილი თამაში იქნება და ეს ჩვენც გვაწყობს.“ - უთხრა სულშერმა Sky Sports-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120779