თამაშგარე

11:19 | 17.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

იზაბელ გალარტი საეჭვოდ დადუმდა

შხვართი და დაშხოშიანი ბრაზილიელი მოდელი იზაბელ გალარტი ბოლო სამი წლის მანძილზე იძახდა, ჩემი თანამემამულე ნეიმარი გაბახებას მიპირებდა, საამისოდ გეგმებსაც აწყობდა, მაგრამ ჩემი გამჭრიახობით მოვახერხე და მის ვნებიან სარეცელში შეკოტრიალებას გადავურჩიო.


ერთ-ერთ ინტერვიუში იზაბელმა ისიც კი თქვა, ნეიმარი მემუქრებოდა, ჩემთან თუ არ წამოიდრანგები, ამას გიზამ და იმას გიზამო. მექალთანეობით სახელგატეხილი მობურთალი კი იძახდა, ეგეთი არაფერი გამიკეთებია და გამანებეთ თავი თქვე ოხრებოო, მაგრამ ასეთ მამილა კაცს აბა ვინ რას დაუჯერებდა?!...


ახლა კი ამ ჩვენმა თვალისმომჭრელმა გალარტის ქალმა პირზე დიდი “ბოქლომი“ დაიდო და ცოცხალი თავით აღარაფერს ამბობს ნეიმარის ავხორც სურვილებზე. უფრო მეტიც - ჟურნალისტებს თხოვა, ამ თემაზე სპეკულაციები დაესრულებინათ. ნეტავ რატომ? ვითომ იზაბელიც დაღალა ერთიდაიგივე ამბის ტრიალმა? იქნებ ნეიმარმა მოინდომა და... ვინ იცის...

0.111977