ფეხბურთი

9:47 | 17.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

სანჩესმა ოპერაცია გაიკეთა და წლის ბოლომდ ვერ ითამაშებს

ჩილეს ნაკრებისა და „ინტერის“ შემტევმა, ალექსის სანჩესმა, მარცხენა ფეხზე ოპერაცია გაიკეთა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა - გვამცნობს იტალიური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

შგახსენებთ, რომ სანჩესმა ტრავმა ჩილე - კოლუმბიის ამხანაგური მატჩისას (0:0) მიიღო. „ინტერის“ ექიმებმა განაცხადეს, რომ სანჩესს რეაბილიტაციისთვის დაახლოებით სამი თვე დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე ვეღაე ითამაშებს.

30 წლის სანჩესი გასულ ზაფხულს გადავიდა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ „ინტერში“ იჯარის წესით. მიმდინარე სეზონში მან სერია A-ს სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიანა და წითელი ბარათიც მიიღო.

0.151173